top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„კოვიდი არ დამთავრებულა, პანდემია არის თავის ადგილას, თავის ახალი ვარიანტებით“ - გიორგი ფხაკაძე

18/07/2022

„კოვიდი არ დამთავრებულა სამწუხაროდ და პანდემია არის თავის ადგილას, თავის ახალი ვარიანტებით“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


მისი თქმით, ევროპაში კოვიდაფეთქებაა, როგორც საქართველოში.

„კოვიდი არ დამთავრებულა სამწუხაროდ და პანდემია არის თავის ადგილას, თავის ახალი ვარიანტებით. მთელი მსოფლიო დაიღალა, აეროპორტებში ყველა შეზღუდვები არის მოხსნილი, პრაქტიკულად კოვიდამდელი სიტუაციას.


ევროპის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კოვიდპასპორტის მოქმედება გააგრძელოს 1 წლით, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირში 1 წლით კოვიდპასპორტები მოქმედებს.


ჩვენ გლობალურად კიდევ ერთ შეცდომას ვუშვებთ. ახალი ვარიანტები წამოვიდა. BA.5 უკვე დომინანტური შტამი გახდა. ამას კიდევ ემატება ის, რომ ერთი თვის უკან წამოვიდა ინდოეთიდან კიდევ ერთი ახალი ვარიანტი, რომელიც კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება, ეს არის - BA2.57.


ინდური ვარიანტი უკვე 10 ქვეყანაში გავრცელდა“, - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



1 view0 comments

コメント


Post: Blog2_Post
bottom of page