26/07/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
იუნესკო სკოლებში სმარტფონების გლობალური აკრძალვის მოწოდებით გამოდის.
„სმარტფონები უნდა აიკრძალოს სკოლებში
იუნესკოში მიიჩნევენ, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომ მობილური ტელეფონის ხანგრძლივად გამოყენება მოწაფის მიერ სასწავლო მასალის ათვისებაზე უარყოფითად მოქმედებს და ასევე აისახება ბავშვების ემოციურ სტაბილურობაზე.
იუნესკო საკლასო ოთახებში სმარტფონების გლობალურ აკრძალვას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს სააგენტოს ანგარიშში,რომელშიც აღნიშნულია, რომ სმარტფონების აკრძალვა სწავლის ხარისხის გააუმჯობესებს და ბავშვებს დაიცავს კიბერბულინგისგან.
იუნესკოში მიიჩნევენ, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომ მობილური ტელეფონის ხანგრძლივად გამოყენება მოწაფის მიერ სასწავლო მასალის ათვისებაზე უარყოფითად მოქმედებს და ასევე აისახება ბავშვების ემოციურ სტაბილურობაზე.
იუნესკო-ს ანგარიშში წერია, რომ სმარტფონების საკლასო ოთახებში აკრძალვამ უნდა დაანახოს ყველას, რომ ციფრული ტექნოლოგიები, და მათ შორის ხელოვნური ინტელექტი, უნდა ექვემდებარებოდეს „ადამიანზე ორიენტირებულ ხედვას“ და არ უნდა ჩაანაცვლოს პედაგოგთან ურთიერთობა.
იუნესკოს ხაზს უსვამს, რომ განათლების ხარისხზე ციფრული ტექნოლოგიების დადებითი ეფექტი, შესაძლოა, არასწორად იყოს შეფასებული.
„ახალი ყოველთვის არ ნიშნავს უკეთესს“, – აცხადებენ ექსპერტები.
„ციფრული რევოლუცია განუსაზღვრელ პოტენციალს ფლობს, მაგრამ ისევე როგორც გაჟღერდა საზოგადოებაში მისი რეგულირების აუცილებლობის მოწოდებები, ასევე უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ როგორ იყენებენ მას განათლების სფეროში“, – განაცხადა იუნესკო-ს გენერალურმა დირექტორმა.
მისივე თქმით, საკლასო ოთახებში სწავლება ონლაინ სწავლებამ არ უნდა ჩაანაცვლოს“.
სკოლებში სმარტფონები უნდა აიკრძალოს, რათა სწავლის ხარისხი გაუმჯობესდეს და ბავშვები კიბერბულინგისგან იყვნენ დაცულები. როგორც Guardian-ი წერს, ამის შესახებ იუნესკოს ანგარიშშია აღნიშნული.
როგორც იუნესკოში აცხადებენ, არსებობს მტკიცებულებები, რომ მობილური ტელეფონის ხანგრძლივად გამოყენება მოსწავლის მოსწრებას აუარესებს და ასევე უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვების ემოციურ სტაბილურობაზე.
ანგარიშის თანხმად, სკოლებში სმარტფონების აკრძალვის მოწოდებამ უნდა აჩვენოს, რომ ციფრული ტექნოლოგიები მთლიანობაში, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი, უნდა ექვემდებარებოდეს „ადამიანზე ორიენტირებულ ხედვას“ და არ უნდა ჩაანაცვლოს პედაგოგთან ურთიერთობა.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments