15/08/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის EG.5 შემთხვევები მკვეთრად იზრდება.
წერს გამოცემა Reuters აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროებზე დაყრდნობით.
EG.5 იგივე "ერისი“ კორონავირუსის "ომიკრონის“ შტამის ქვევარიანტია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ახალი შტამის გავრცელების დინამიკას ყურადღებით აკვირდებიან, რადგან, შესაძლოა, მისი მუტაცია სწრაფად გავრცელდეს.
ბოლო მონაცემებით, "ერისით“ დაინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 50 ქვეყანაში დაფიქსირდა და მხოლოდ აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთა 17%-ს EG.5 შტამი დაუდასტურდა.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments