top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

ინდური შტამის ყველაზე დიდი ვერაგობა ის არის, რომ პირდაპირ ურტყამს ბავშვებს და მოზარდებს

01.06.2021 Rustavi2

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კორონავირუსის ინდური შტამი ბავშვთა ასაკობრივ ჯგუფში უფრო სწრაფად და ფართოდ ვრცელდება. მისი თქმით, ინდოეთში ჩატარებული კვლევების თანახმად, ვირუსის ყველაზე დიდი გამავრცელებელი ბავშვები იყვნენ. ექსპერტი გამოსავალს მოზარდების ვაქცინაციაში ხედავს.

"როგორც "ბრიტანულმა" შტამმა შთანთქა "ვუჰანური" შტამი, ასევე გადაყლაპავს "ინდური" "ბრიტანულს". ეს ნორმალური ევოლუციური პროცესია. ინდური შტამის ყველაზე დიდი ვერაგობა ის არის, რომ პირდაპირ ურტყამს ბავშვებს და მოზარდებს.

არაერთი კვლევა ჩატარდა, თვითონ ინდოეთშიც კი. ინდოეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 20 ათასი ბავშვი, რომელიც გამოიკვლიეს, ბავშვები იყვნენ ყველაზე დიდი გამავრცელებლები,"- განაცხადა "დღის კურიერში" გიორგი გხაკაძემ.

მისივე თქმით, უახლოეს დღებში იქნება ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილება, 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდებში, დაიწყოს Pfizer-ით ვაქცინაცია და საქართველომ ამერიკის და ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაციას უნდა ენდოს.

როგორც "გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, pfizer-ი 2 წლის ასაკის ბავშვებშიც გამოიყენეს და ამ ეტაპზე დაკვირვება მიმდინარეობს.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/200661


Комментарии


Post: Blog2_Post
bottom of page