top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

იმსჯელეს სავალდებულო საერთაშორისო აკრედიტაციის საკითხებზეც...


14/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

მრჩეველთა საბჭოს ფორმატში, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, სხვადასხვა სამედიცინო მიმართულების ექიმებს შეხვდა.


მხარეებმა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და ხარიხის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე იმსჯელეს. განიხილეს რეანიმაციული მომსახურების განახლებული სტანდარტის მოთხოვნებიც, რომელიც სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დამტკიცდა. იმსჯელეს 2025 წლიდან, სავალდებულო საერთაშორისო აკრედიტაციის საკითხებზეც.


შეხვედრაზე სამედიცინო დარგის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ცვლილებები რომლებიც რეგულაციების მიმართულებით ინერგება მისასალმებელია.


ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მთი გადაჭრის გზებთან დაკავშირებით ექიმების რეკომენდაციები მოისმინა.


შეხვედრაზე დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელზე იმსჯელეს და ასრებული გამოცდილება შეაჯამეს. მრჩეველთა საბჭოს ფორმატში, მხარეებმა პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა მოსახლეობისთვის, მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფოს მიერ უკვე გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზეც.


შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნია, რომ მრჩეველთა საბჭოს ფორმატით, შეხვედრები ყოველ თვე გაიმართება.


საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



6 views0 comments

Kommentare


Post: Blog2_Post
bottom of page