თუ მოსახდელია ბოდიში, მოვიხადოთ, მთავარია აღარ გავიმეოროთ იგივე შეცდომა - გიორგი ფხაკაძე
- Giorgi Pkhakadze
- Feb 24, 2023
- 1 min read
22.03.2021 Rustavi2

თუ მოსახდელია ბოდიში, მოვიხადოთ, მთავარია აღარ გავიმეოროთ იგივე შეცდომა - გიორგი ფხაკაძე ექთნის გარდაცვალებაზე
პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ახალციხეში მომხდარი ფაქტი არა ვაქცინის, არამედ სისტემის ბრალია.
"ეს ვაქცინის პრობლემა არ იყო, ეს სისტემის პრობლემა იყო. იმედია, რომ ამ სისტემის ყველა ნიუანსს ვნახავთ ვიტყვით საჯაროდ, თუ მოსახდელია ბოდიში მოვიხადოთ, თუ დასასჯელია ვინმე დაისაჯოს. ყველაზე მთავარია, რომ აღარ გავიმეოროთ იგივე შეცდომა,"-აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.
შეგახსენებთ, რომ ახალციხეში ვაქცინაციის შემდეგ ექთანი მეგი ბაქრაძე ანაფილაქსიური შოკის შედეგად გარდაიცვალა.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/193707
Kommentare