top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

თუ გავიხსნებით 24-ში, ის მონაპოვარი, რაც გვაქვს, გაქრება რამდენიმე დღეში – გიორგი ფხაკაძე

21/12/2020

თუ გავიხსნებით, ის მონაპოვარი, რაც გვაქვს, დაიკარგება და გაქრება რამდენიმე დღეში, – ამის შესახებ პროფესორმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ “დღის კურიერში” ისაუბრა. მისივე თქმით, თუ 24-ში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო შეზღუდვები გაუქმდება, ვირუსი ისევ გავრცელდება “ორმაგ და სამმაგ ფასს გადავიხდით”. “მთელი უბედურება არის ის, რომ ამ ვირუსმა არც დაბადების დღე იცის, არც ახალი წელი, არც დილა და არც საღამო. ის ვრცელდება მაშინ, როდესაც მისცემ საშუალებას. თუ ჩვენ გავიხსნებით 24-ში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, ჩემი რეკომენდაციაა, რომ ყველა ის ქვეყანა, ვინც ნაადრევად გაიხსნა, გადაიხადეს ორმაგი და სამმაგი ფასი. შესაბამისად, საქართველო არის იმის კლასიკური მაგალითი, რომ დავინახეთ შედეგი ჩაკეტვის. დავინახეთ, რომ ჩაკეტვამ შედეგი მოგვცა. კი, ბოლომდე ჩაკეტვა არ იყო, მაგრამ ჩვენ თუ გავიხსნებით, ის მონაპოვარი, რაც მოვიპოვეთ, ეს დაიკარგება და გაქრება რამდენიმე დღეში,” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil






2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page