top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის...

Updated: Jun 9, 2023

08/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ.


მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.


ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.


კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, "ვივო მედიქალ ჯგუფში" გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.


2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება“Vivo Medical Group” დაფუძნდა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.


თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურეობა ტარდება.


კლინიკაში ფუნქციონირებს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების განყოფილება (ემერჯენსი), ამბულატორია მრავალფუნქციური დიაგნოსტიკური ცენტრით, 7 საოპერაციო დარბაზი,რეანიმაცია და სტაციონარი.


კლინიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ქირურგია წარმოადგენს, კლინიკაში არსებული ლაპაროსკოპიული ქირურგიის ცენტრი აღჭურვილია სრულად და დაკომპლექტებულია წამყვანი სპეციალისტებით ,ცენტრში ხორციელდება ყველა სახის და სირთულის ქირურგიული ოპერაციები უახლესი FULL HD ტექნოლოგიებით.


ქირურგიულ ნაწილში ასევე წარმოდგენილია ბარიატრიული ქირურგია (ე.წ გახდომის ოპერაციები) მეტაბოლური ქირურგია (დიაბეტი ტიპი-2-ის ქირურგია), ტრავმატოლოგია, ყბა-სახის ქირურგია,პლასტიკური ქირურგია, პროქტოლოგია.


2014 წლის ნოემბრიდან „თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“- ს ბაზაზე ამოქმედდა თანამედროვე სტანდარტების უახლესი აპარატურით აღჭურვილი ნეიროქირურგიული ცენტრი.


პირველად ამიერკავკასიაში, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში დაინერგა Medtronic-ს წარმოების ნეირო მონიტორინგის სისტემა, რისი მეშვეობითაც საშუალება გვაქვს ინტრაოპერაციულად ვაწარმოოთ მონიტორინგი,რაც მნივნელოვანია პოსტოპერაციული ტრამვების შესამცირებლად.


თბილისის ცენტრალური საავადმყოფო სრულად არის აღჭურვილი უახლესი ბრენდების მიერ წარმოებული აპარატურით , დიაგნოსტიკურ ნაწილში წარმოდგენილია: მაგნიტურ -რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ულტრაბგერითი კვლევები, რენტგენოგრაფია, ენდოსკოპია, ენცეფალოგრაფია.


კლინიკის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს თბილისის ცენტრალური ლაბორატორია რომლის ანალოგი სულ რამდენიმეა ამიერკავკასიაში.


კლინიკა მოიცავს შემდეგ სერვისებს: მიმღები და გადაუდებელი დახმარება, ორთოპედია -ტრავმატოლოგია, ონკოქირურგია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ოტორინოლარინგოლოგია, ენდოკრინოლოგია, ნევროლოგია, ნევროლოგია, ყბა-სახის ქირურგია, გასტროენტეროლოგია, ანესთეზიოლოგია, ბარიატრიული ქირურგია, პროქტოლოგია, თორაკალური ქირურგია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

ლინკი:




საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




10 views0 comments

ความคิดเห็น


Post: Blog2_Post
bottom of page