top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„ვცდილობ, ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად ვასახელო, ჩემს კოლეგებს გავუზიარე საქართველოში...“

Updated: Oct 21, 2023

18/11/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

კონფერენცია ჩატარდა ბერლინში.


მსოფლიო ჯანდაცვის სამიტი ყოველწლურად იმართება გერმანიის დედაქალაქში.


შეხვედრას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძეც დაესწრო.


„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო ბერლინში. მსოფლიო ჯანდაცვის სამიტი ყოველწლიურად იმართება გერმანიის დედაქალაქში.


მე პატივი მაქვს წარვადგინო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ძირითადად საუბარი ეხებოდა შემდეგ საკითხებს, - გლობალური ჯანდაცვა, გლობალური საკითხები, ასევე როგორ მოვაგვაროთ ის პრობლემები და გამოწვევები, რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ დღევანდელ დღეს“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


მისი თქმით, გამოწვევები დაკავშირებულია ჯანდაცვის სფეროსთან.


„გამოწვევები დაკავშირებულია ჯანდაცვის სფეროსთან, თუ როგორ უნდა იყოს განვითარება, წამლებისა და ვაქცინების ხელმისაწვდომობა, ტექნოლოგიები, რომლებიც არის წამლებთან და ვაქცინებთან დაკავშირებული, ზუსტად ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიც არის, მაგალითად, საქართველო.


მდიდარ ქვეყნებში ეს პრობლემა არ არის. სხვადასხვა ჯგუფები და ორგანიზაციები ამ საკითხებზე მსჯელობენ“, - აღნიშნა გიორგი ფხაკაძე.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე „შარიტეს“ ჰოსპიტალში იმყოფებოდა.


როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, „შარიტეს“ ჰოსპიტალი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საუნივერსიტეტო კლინიკა ევროპაში.


„მქონდა პატივი და ვეწვიე „შარიტეს“ ჰოსპიტალს. ეს იყო დიდი დაუვიწყარი გამოცდილება. „შარიტეს“ ჰოსპიტალი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საუნივერსიტეტო კლინიკა ევროპაში, უმაღლესი სტანდრატების, უმაღლესი დონის...


„შარიტეს“ ჰოსპიტალი ასევე არის მსოფლიო ჯანდაცვის ფორუმის ერთ-ერთი მხარდამჭერი, თანაორგანიზატორი.


ძალიან დიდი პატივია, რომ გვაქვს საშუალება, გავიზიაროთ მოსაზრებები ძლიერი კოლეგებისგან“, - გან აცხადა გიორგი ფხაკაძემ.


მისივე თქმით, საქართველოს ჭირდება ძალიან ბევრი რეფორმა.


„ჩვენს ქვეყანას ჭირდება ძალიან ბევრი რეფორმა და ეს რეფორმები ორიენტირებული უნდა იყოს ადამიანებზე, წამლებისა და ვაქცინების ხელმისავწდომობაზე. ასევე ხარისხზე. უხარისხო ჯანდაცვას, სჯობს, საერთოდ არ გქონდეს.


ძალიან რთული და ძალიან ძვირია, ძალიან გრძელვადიანი პროცესია. ამ პროცესში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული, ბევრი რესურსია ჩადებული.


უწვეტი განათლების სისტემა საქართველოში არის გასაძლიერებელი, ასევე სამედიცინო განათლების რეფორმა.


ვცდილობ, ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად ვასახელო.


ჩემს კოლეგებს გავუზიარე საქართველოში მიმდინარე სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის შესახებ ინფორმაცია, რომ 15 სამედიცინო დაწესებულებამ გაიარა აკრედიტაციის პროცესი და უშუალოდ მე ვარ ამ პროცესში ჩართული.


აკრედიტაცია კანადის პარტნიორები არიან:
















გიორგი ფხაკაძე, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.






საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები - ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


59 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page