top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

ვინ არის, გიორგი ფხაკაძე?..ახლა უკან რომ ვიხედები, მიკვირს, ნუთუ მე, ერთმა ქუთაისელმა ბიჭმა ამდენი

Updated: Aug 21, 2023

18/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

ვინ არის, გიორგი ფხაკაძე?


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს:


„ქუთაისიდან - ჟენევამდე


ახლა უკან რომ ვიხედები, მიკვირს, ნუთუ მე, ერთმა ქუთაისელმა ბიჭმა ამდენი შევძელი

მიკვირს, ნეპალში დაკიდებულ აღმართზე, უფსკრულის პირას საცალფეხო ბილიკზე უშიშრად მიმავალს , როგორ არ მეშინოდა ფეხის დაცდენის


ან სომალიში, დანაღმულ ველზე, უშიშრად როგორ დავაბიჯებდი


ბირმაში, კორუფციასთან ბრძოლა როგორ გავივლე გულში


ინდოეთში, უკიდურეს სიდუხჭირეში მყოფ ასობით ადამიანს, როგორ ვუწვდიდი,ახალბედა ექიმი, დახმარების ხელს


თავში როგორ მომდიოდა ის აზრი, რომ კვლევები მეწარმოებინა, იქ, სადაც ჯერ კიდევ ხეზე ცხოვრობდა ხალხი


დიდი გზა გავიარე , რთული და საინტერესო გზა, სულ უფსკრულის პირას ვიარე... დანაღმულ ველზე ვიარე... გაუკვალავი გზებით ვიარე ქუთაისიდან -ჟენევამდე...“



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე:



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


444 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page