top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

ვაიმე, ამოვიდა ყელში… არ მუშაობს ეს წამალი, მეტი რა უნდა გითხრათ! – გიორგი ფხაკაძე

09/01/2021

ჯანდაცვის ექსპერტის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, პრეპარატი „მოლნუპირავირი“, ისევე როგორც „რემდესივირი“ კორონავირუსის სამკურნალოდ ეფექტური საშუალება არ არის.


„ვაიმე ეს „მოლნუპირავირზე“ ამოვიდა ყელში… ხალხო ეს არის ჩვეულებრივი ფარმაკომპანიების, როგორც „რემდესივირი“ და ამ პრეპარატზე ჩემი პასუხი, ხომ იცით რაც არის… „რემდესივირი“ არის ფულის გასაკეთებელი მანქანა. არ მუშაობს ეს წამალი, მეტი რა უნდა გითხრათ! ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ არ მუშაობს. „ქლოროფინი“ დაგავიწყდათ?! – მე როდის ვიძახოდით არ ვარგა ეს წამალი, მერე ამოიღეს ხმარებიდან.


საქართველოში ხომ ხმარობდნენ ამ პრეპარატებს, არ ვიცი ახლა თუ იყენებენ. გეუბნებით, რომ დაწყნარდით, გეუბნებით ხალხნო დაწყნარდით, ყველაზე კარგი წამალი არის რა?! – პოზიტივი… დღეში, შვიდი და ათი ათასი ნაბიჯი ფეხით სიარული. დაახლოებით ერთი საათი სუფთა ჰაერზე სეირნობა. შეამცირეთ, მარილი, შაქარი და გამოხატეთ მეტი პოზიტიური ენერგია. და მნიშვნელოვანი რაცაა პირბადე და ორმეტრიანი დისტანცია, აი, ასე თუ ავიცილებთ ვირუსს და ავაშენებთ, ქვეყანას. მხოლოდ ასე თუ შევძლებთ ქვეყნის აშენებას და მოვითხოვოთ ქვეყნის გახსნა. მოვითხოვოთ ოღონდ არა მკაცრად“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე ვიდეომიმართავში.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



4 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page