top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„ექსკლუზიური შოკური ინფორმაცია - ფხაკაძემ გადაიტანა კორონა..

23/06/2022

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კორონავირუსით დაავადდა. ამის შესახებ ის ლაივ-ჩართვაში ჰყვება:


„ექსკლუზიური შოკური ინფორმაცია. ფხაკაძემ გადაიტანა კოვიდი. რა თქმა უნდა, უნდა აიცრათ. მეოთხედ მინდოდა აცრა, მაგრამ საფრანგეთში არის კანონი, რომ 60 წელს უნდა იყო გადაცილებული და არაო, ან უნდა გქონდეს ქრონიკული დაავადება, ან იმუნური პრობლემა, მაშინ გიკეთებენ მეოთხე დოზას.


ვარ 45 წლის. შესაბამისად, არ გამიკეთეს, ძალიან ვნანობ. მეოთხე დოზა რომ მქონოდა, აშკარად დაცული ვიქნებოდი. ჩვენ უკვე ვხედავთ მკაფიოდ, ბოლო დოზიდან ხუთი-ექვსი თვის შემდეგ დაცულობა კოვიდისგან ვარდება. ჩემი კლასიკური მაგალითი – სამჯერ აცრილ კაცს ბე-5 დამემართა.


ბე-5 ვარიანტი იმით არის ვერაგი, ოთახში თუ არის ერთი ადამიანი აქტიურად ინფიცირებული, ყველას დააინფიცირებს, ეს ძალიან სწრაფად ვრცელდება.


ვინც აცრილია, ძალიან იოლად გადააქვს, ერთი დღე მქონდა დისკომფორტი. სხვა მეგობრებსაც და კოლეგებსაც – უმრავლეს შემთხვევაში, ვინც სამ-ოთხჯერ არის აცრილი, ძალიან მსუბუქად აქვთ, ზოგი ვერც კი იგებს, რომ არის ინფიცირებული. ასიმპტომურად მიდის. კარგი ამბავი ის არის, რომ თბილისში ჩამოვალ. საქართველოში ცოტა საშიში იყო ჩამოსვლა…“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil




2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page