3 ივნისი, 2022
#drpkhakadze აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს: -„როგორც არაერთხელ გაფრთხილებდით, საქართველოში კოვიდის ომიკრონის BA.4 და BA.5 ვარიანტების აფეთქება დაიწყო და ეს არ არის “სეზონური რესპირატორი ვირუსის” აფეთქებაბოდიშიდა რას “ბოდავთ” რა ხულოელმა ბებო მარომაც კი იცის, რომ რესპირატორული “სეზონური” გრიპი იწყება მაშინ, როცა გარეთ ცივა და ხალხი დახურულ სივრცეშია ანუ იწყება ოქტომბერ/ნოემბერში ახლა რა თვეა?! შეგახსენებთ, ივნისი რას აბოლებთ ამ ხალხს, ისედაც დაბოლილია მთელი მოსახლეობა, ეს ბოლო 20 წელია….. შეგახსენებთ, რომ ანტიგენ კოვიდ ტესტების პასუხი არც ისე სანდოა და დაახლოებით მხოლოდ 30-40%-ში იძლევა სწორ პასუხს, ისიც მაშინ, თუ პაციენტი ტესტს ინფიცირებიდან პირველ 3 დღეში გაიკეთებს საქართველოში შემოტანილი ტესტების ხარისხზე უკვე აღარ ვისაუბრებთ… თავად იცით… პსრ ტესტებს რაც შეეხება, ეს უფრო უკეთესია და აქაც სწორი პასუხი დაახლოებით მხოლოდ 60%-ის ფარგლებშია ანუ, თუ ადამიანს აქვს კოვიდის ნიშნები, პსრ ტესტის გაკეთება აუცილებელია. ეს ექიმს სწორი დიაგნოზის დასმაში ეხმარება. ბოლო 2 კვირაში არაერთი ათეული ადამიანი დამიკავშირდა, ვისაც ჰქონდა კოვიდის ნიშნები, ანუ “ქართული სეზონური გრიპი” და მათ სამედიცინო დაწესებულებებში კივიდ ტესტები გაუკეთესეს არასწორია და მიუღებელია დღევანდელ მდგომარეობაში. სირაქლემის პოზიციაში ყოფნა გამოსავალი არ არის ის, რომ არ ილაპარაკო კოვიდზე, არ გააკეთო კოვიდტესტი და მოსყიდული საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით გაავრცელო ინფორმაცია, რომ ამა თუ იმ ქვეყანამ კოვიდშეზღუდვები მოხსნა, ეს არ ნიშნავს, რომ კოვიდი სადმე წავიდა. ის აქ არის ცნობისთვის, საფრანგეთში დღეისათვის დღეში 35 000, ხოლო გერმანიაში 50,000 ადამიანი ინფიცირდება კოვიდით და პორტუგალია განიხილავს დამატებითი ზომების მიღებას ეს ყველაფერი რისი ბრალია, იცით?! პოლიტიკოსები რომ ერევიან მეცნიერებაში და ეს ეხება მსოფლიოს ყველა ქვეყანას P.S. აბა, წავიდა ლანძღვა-გინება….. ცნობისათვის, ქვემოთმოყვანილ ნიუსში ნახსენებ ქალბატონს არ ვიცნობ.
ჯანმრთელობას გისურვებთ…“ #drpkhakadze @drpkhakadze Dr Giorgi Pkhakadze Профессор Гиорги Пхакадзе გიორგი ფხაკაძე YouTube-ზე https://youtube.com/c/GiorgiPkhakadze“ ბოლო პერიოდში უამრავი ადამიანი სხვადასხვა სეზონური ვირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს უჩივის. შემთხვევები საკმაოდ გაზრდილია და ამაზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც საუბრობენ. კლინიკური ექსპერტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, თერაპევტი მაკა ბულეიშვილი საუბრობს, რამ გამოიწვია რესპირატორული ვირუსების ზრდა და როგორ შეგიძლიათ დაიცვათ თავი. “მაისის თვეში რესპირატორული ვირუსების ძალიან ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა. დამახასიათებელი ნიშნები ტიპიურია: სურდო, ცემინება, თავის ტკივილი, ტემპერატურა, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში 10-15 დღეც კი გაგრძელდა და ასევე, ხშირადვე პნევმონიით გართულდა. რესპირატორული ვირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს კი ასეთ დროს პნევმონიის სიმპტომებიც დაემატა. ვფიქრობ, რომ გასული 2 წლის განმავლობაში ადამიანების იმუნური სისტემა შედარებით დაქვეითდა და ამიტომაც, დაავადება უფრო ხშირ შემთხვევაში გართულდა. უამრავი პაციენტი მყავდა და საბედნიეროდ, ყველა შემთხვევაში პროცესი დადებითად დასრულდა, თუმცა მაისის თვე მარტის თვეს ძალიან ჰგავდა. სეზონური ვირუსები სწორედ, თებერვალსა და მარტში იყო ხოლმე აქტიური. რესპირატორული ვირუსები ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის და გავრცელების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს. ამიტომ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ზოგადად, მოსახლეობას 2 წლის განმავლობაში, პანდემიიდან გამომდინარე, ბევრი სხვადასხვა პრობლემა აქვს გადატანილი და ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა გარკვეულწილად დაქვეითებულია. სეზონური ვირუსები კორონავირუსამდეც არსებობდა, თუმცა, როდესაც კოვიდ-19 ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა, მას შემდეგ, არსებული შეზღუდვების ფონზე, სხვა ვირუსები შეკავდა და ძალიან მცირე შემთხვევა ფიქსირდებოდა. რა თქმა უნდა, პრევენციული თვალსაზრისით, ნიღაბი ყველა სახის რესპირატორული ვირუსის ეფექტური შემაკავებელია”, – განაცხადა მაკა ბულეიშვილმა და ასავე ისაუბრა იმაზეც, ძირითადად, რომელი ვირუსები ცირკულირებს ახლა ქვეყანაში. “რესპირატორული ვირუსებისათვის, ძირითადად, მსგავსი სიმპტომებია დამახასიათებელი. ეს შეიძლება იყოს ადენოვირუსი, რინოვირუსი, გრიპის ვირუსი, ამავე დროს ახლა ნაწლავური ინფექციების სეზონი იწყება. ამიტომ, სიმპტომურად უნდა ვიმკურნალოთ და დავაკვირდეთ. ნერვიულობა არ არის საჭირო, მსგავსი ინფექიები ყოველთვის იყო და მომავალშიც გაგრძლედება. სიმპტომებიან პაციენტებს კორონავირუსზე ტესტირება მაინც ჩავუტარეთ და ჩემი უამრავი პაციენტიდან არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა. ამიტომაც, სხვა ვირუსებიც გამოვიდნენ ასპარეზზე, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში არსებული შეზღუდვების ხარჯზე, შეკავებული იყო”, – დასძინა მან. წყარო: მშობლები
---
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
---
ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili
Comments