12/05/2021
პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე, „პრაიმტაიმთან“ პირადი ცხოვრების დეტალებზე, საუბრობს:
“დიდი კაცი იყო დიდი ბაბუა, ნიკიფორე ფხაკაძე, რამდენიმე ფაეტონი ჰქონდა ქუთაისში, ოჯახურ ბიზნესს ეწეოდა. 1921 წელს, როცა საქართველოში რუსული არმია შემოვიდა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მთელი ჩვენი ქვეყნის განძი (ოქრო, ფული), თბილისიდან ქუთაისის საცავში და შემდეგ, ფოთის პორტის გავლით, საზღვარგარეთ (საფრანგეთში) გაეტანათ.
ქუთაისში, ჩემი დიდი ბაბუის, ნიკიფორეს ფაეტონები დაიქირავეს, რომ ოქრო ფოთამდე გადაეტანათ. ფოთიდან, გვიან ღამით დაბრუნებულა ბაბუა დაღლილი და დაუძინია. ბებიამ დაბინავება გადაწყვიტა და ერთ-ერთ ფაეტონში, ერთი დიდი შეკვრა (ოქრო, ფული) ბანკის ძვირფასეულობა აღმოაჩინა.
მაშინ ეს უდიდესი თანხა იყო. ნიკიფორემ, სამი ვერცხლის მონეტით, მიწა იყიდა, ეს კი იმდენად დიდი თანხა იყო, ნახევარ ქუთაისს იყიდდა.
ძველი ქართული ტრადიციული ოჯახი იყო, რას იზამდა. გააღვიძა ბაბუა და განძეულობა აჩვენა. ნიკიფორემ სასწრაფოდ ჩაიცვა და შუაღამეს ფაეტონით უკან გაემგზავრა, რომ განძი დაებრუნებინა. ასეთი პატიოსანი ადამიანი იყო, რომ არ ჩაებარებინა, კაციშვილი ვერ გაიგებდა ამ ამბავს.
ეს მართლაც სასწაული ისტორიაა ჩვენ ოჯახზე. სახლში დაბრუნებულ ნიკიფორეს, ყველა აღშფოთებული დახვდა, მაგრამ ოჯახის უფროსის გადაწყვეტილება იყო და ვერავინ შეეწინააღმდეგებოდა. დილით როცა საუზმობდა, კითხეს, ნიკიფორე რა ხდება, წუხელ სად იყავიო? ძალიან მარტივი იყო, ბაბუას პასუხი – მირჩევნია, რუხი პური და ტკბილი ძილი, ვიდრე, თეთრი პური და უძილობა!
ეს სიტყვები ჩვენ ოჯახში, დღემდე შემორჩენილია. ბევრჯერ ყოფილა, რომ ფინანსური პრობლემები გვქონია, გვითქვამს – „ნიკიფორე, შენ რა გითხარი, ერთი მონეტა დაგეტოვებინა , ხომ გადავიტანდით ამ გაჭირვებასო!“
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
コメント