top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

ეს პროცესი თავიდანვე ტყუილზე იყო აგებული, გამოსავალი არის სამედიცინო პირბადე და „დარჩი სახლში!“ – გი

10/07/2021

ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე „დღის კურიერის“ ეთერში „დელტა“ შტამზე და ვაქცინების ეფექტურობაზე საუბრობს.


როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, დელტა ვირუსზე „ფაიზერის“ ვაქცინა 64%-ით ეფექტურია, ჩინური ვაქცინის შემთხვევაში კი საჭიროა ბუსტერი, მხოლოდ „ფაიზერის“ ვაქცინით.

გარდა ამისა, ფხაკაძე საუბრობს კორონავირუსის ახალი ვარიანტების, მათ შორის „ლამბდა“ ვარიანტის შესახებ. მისი თქმით, აღნიშნული ვარიანტი უკვე გავრცელებულია 30-ზე მეტ ქვეყანაში და მისი გავრცელების ტემპი საკმაოდ მაღალია.

რაც შეეხება ვაქცინაციის მიმდინარეობას საქართველოში, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის გეგმა ჩავარდნილია.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერაფერს აკონტროლებს. გავიდა თითქმის 20 თვე, არავინ (ვისაც ევალება) არაფერი არ/ვერ ისწავლა. არაპროფესიონალიზმი კლავს, ნამდვილად კლავს.

5443 ადამიანი ოფიციალურად გარდაიცვალა კორონავირუსისგან. სინამდვილეში ეს ციფრი მინიმუმ 2-ზე ან 3-ზე უნდა გამრავლდეს.

ვაქცინაცია ჩავარდნილია, იმიტომ, რომ თავიდანვე ეს პროცესი ტყუილზე იყო აგებული. თქვით სიმართლე, აუხსენით სიმართლე, აჩვენეთ და ილაპარაკეთ ყველა გამოწვევაზე ღიად და არა “დახურული კარების უკან”.

ანგარიშვალდებულება ჩვენმა “პროფესიონალებმა” არ იციან, რა არის, ვინაიდან კიდევ “კომუნიზმში ცხოვრობენ”

დიახ, ვაქცინაცია არის ერთ-ერთი საშუალება, სხვა საშუალებებთან ერთად, რომ გავაჩეროთ ეს ვერაგი ვირუსი

გამოსავალი:

პირბადე (არასწორია) – სამედიცინო პირბადე

დისტანცია (არასწორია მარტო ამაზე საუბარი) – აარიდეთ თავი ადამიანების თავშეყრის ადგილებს. დარჩით სახლში

ვაქცინაცია (არასწორია ასე საუბარი, ვინაიდან ადამიანებს ცრუ იმედს უნერგავენ, თითქოს აცრილები 100% უსფრთხოდ არიან) – სწორი ვაქცინაცია არის ძლიერი ვაქცინებით ან ფაიზერით ან მოდერნათი და თუ არ არის ეს საშუალება, მაშინ დაბალეფექტური ვაქცინების შემდეგ უნდა უზრუნველყოთ ფაიზერის ან მოდერნას ბუსტერის გაკეტებასამედიცინო პირბადე მაინც უნდა ვატაროთ.

ანტივაქსერი – ადამიანი რომელიც არასწორ, არაადეკვატურ ინფორმაციას ფლობს იმიტომ, რომ ის, ვისაც ევალება, ეს ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, თავისი არაპროფესიონალიზმით ქმნის ანტივაქსერულ განწყობას. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის ამაზე 100 % პასუხისმგებელი(დეტალები ბმულებშია, თუ როგორ უნდა მართოთ “ანტივაქსერული” გამოწვევა, რომელიც თქვენ შექმენით)

გვახსოვდეს: სამედიცინო პირბადე+ აერიდეთ ხალხმრავლობას+სწორი ვაქცინაცია = კოვიდის დამარცხება“, – წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



3 views0 comments

Kommentare


Post: Blog2_Post
bottom of page