08/06/2021
პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ყოველდღიურად აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას ეპიდვიტარებასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
ამჟამად ექსპერტი, რამდენიმე ახალი კვლევის შესახებ წერს. კერძოდ საქმე ეხება ფაიზერის ვაქცინას.
„ფაიზერის კიდევ ერთი კვლევა ინდურ და სამხრეთ აფრიკულ ვარიანტზე- ფაიზერი მუშაობს მე-2 დოზის შემდეგ, მაგრამ მე-3 დოზის ბუსტერი მაინც დაგვჭირდება როდის ?! ან 6 ,ან 9 ან 12 თვეში …ფრთხილად იყავით …“-წერს ფხაკაძე.
გარდა ამისა, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი მეორე ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპის წამლის სააგენტომ დაიწყო “მოდერნა”-ს ვაქცინის 12 წლიდან გამოყენების განხილვა.
„ევროპის წამლის სააგენტომ დაიწყო “მოდერნა”-ს ვაქცინის 12 წლიდან გამოყენების განხილვა. “მოდერნა” მიყვება “ფაიზერს” … ეს მაგარი ამბავია“,- წერს ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments