top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„ეს არის ტყუილი – წლის ბოლომდე მოსახლეობის 70% უნდა იყოს აცრილი …“-გიორგი ფხაკაძე

15 აპრილი, 2022

#drpkhakadze აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს: „დღეისთვის სრულად ანუ ორჯერადად ვაქცინირებული – 1,260,512 ადამიანი (ამაში თვლიან ყველა 4 ვაქცინას), დღეში (ბოლო მონაცემებით) კეთდება 1,113 აცრა, წლის ბოლომდე დარჩენილ 255 დღეში გაკეთდება 1113×255=283,815 (ესეც 3 ვაქცინაზეა საუბარი), წლის ბოლოს ვაქცინირებული იქნება 1,260,512 + 283,815 = 1, 544,327 ადამიანი. ანუ მოსახლეობის 41%. სადაა დაგეგმილი 70%?! ჯანდაცვის მინისტრი ექიმი არ არის და დანიშნეს იმიტომ, რომ კარგი მენეჯერია და ციფრებს კარგად ითვლისო. არც თვლა გამოსდის. მაშინ რისთვის დანიშნეს?! ეს, ციფრებს რაც ეხება… “გვაქვს საკმაოდ ბევრი „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. ნებისმიერი ეს ვაქცინა იცავს იმ გართულებებისგან, რაც კოვიდს შეიძლება ახლდეს.” – ვერ გავიგეთ, საქართველოს მოქალაქეები ცხვრის ფარა ჰგონიათ, თუ ადამიანებს ცხვრებივით უყურებთ?! მეცნიერებამ, მტკიცებულებებმა, მეზობლების მაგალითმა (თურქეთი სრულიად ფაიზერზე გადავიდა) და ბოლოს ჩინეთში ამ ბოლო 2-3 კვირის კოვიდაფეთქებამ აჩვენა, რომ ომიკრონის წინააღმდეგ ეფექტური არის მხოლოდ 2 ვაქცინა ფაიზერი და მოდერნა, თან 3-4 დოზა და არა მარტო 2 დოზა „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ომიკრონთან მიმართებაში ეფექტურობა არც ერთ მეცნიერულ ჟურნალში/სტატიაში არ მოიძებნება იმიტომ, რომ არ არის ეფექტური. სტატისტიკას და რეალობას ისევ დავუბრუნდეთ… დღევანდელი თანამედროვე (არა რუსულ/ჩინურ) მეცნიერებას აქვს მტკიცებულებები, რომ: ყველაზე ეფექტური ვაქცინები არის „ფაიზერი“ და „მოდერნა“ სრულად აცრილი ნიშნავს 3-ჯერ ან 4-ჯერ აცრილს ფაიზერით ან მოდერნათითან, პროტოკოლი (მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით) იცვლება და წლის ბოლომდე შესაძლოა/სავარაუდოდ, მე-5 დოზაც იყოს საჭირო! ”სამიზნე მაჩვენებელი გვაქვს 70%-იანი დაფარვა წლის ბოლომდე” – ეს არის ტყუილი რეალურად, წლის ბოლომდე საქართველოში სრულად აცრილი (ფაიზერით 3-4 დოზით, მოდერნა ვერ შემოიტანეს) დაახლოებით 15% თუ იქნება აცრილი -ეს არის ფაქტი

როდემდე არაპროფესიონალიზმი როდემდე არაკომპეტენტურობა როდემდე კორუფცია როდემდე ანგარიშვალდებულების არ ჰქონა როდემდე ………

ჯანმრთელობას გისურვებთ…“


„ვაქცინაციის პროცესში მთავრობას „არაფერი დაუკლია“. წლის ბოლომდე 70%-მდე უნდა ავიდეთ“. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინები საკმარისია. მხოლოდ „ფაიზერის“ ვაქცინა არაა ქვეყანაში.

„სამიზნე მაჩვენებელი გვაქვს 70%-იანი დაფარვა წლის ბოლომდე. ვაქცინები საკმარისია. მხოლოდ „ფაიზერის“ ვაქცინა არაა ქვეყანაში. ასევე გვაქვს საკმაოდ ბევრი „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. ეს ვაქცინები იცავს იმ გართულებებისგან, რაც კოვიდს შეიძლება ახლდეს. მხოლოდ „ფაიზერზე“ ნუ ვორიენტირდებით. იყო წინა დღეებში კომენტარები, რომ „ფაიზერი“ შემოდის და ამის გამო შემცირდა აცრა.

ერთნაირად მნიშვნელოვანია აცრა, მიუხედავად იმისა, რომელი ვაქცინით აიცრება ადამიანი. ვაქცინაცია აუცილებელია, ეს უნდა გაგრძელდეს.

ვაქცინები კიდევ გვაქვს შეკვეთილი. წლის ბოლო კვარტალში კიდევ დაემატება, ამიტომ წყვეტა არ იქნება. ტექნიკური ხარვეზების გამო იყო ახლა წყვეტა 2-3 დღე, თორემ უფრო ადრეც ველოდებოდით. დღეიდან განაწილდება ყველა ქსელში, ყველას შეეძლება „ფაიზერით“ აცრა“.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 318 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 357 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 961 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 235 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 652 707-ს.

დადებითობის მაჩვენებელი 14 აპრილის მდგომარეობით, არის 1.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.34%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 496 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 633 338-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 788 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 235 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 121 შემთხვევა, აჭარა – 9, იმერეთი – 16, ქვემო ქართლი -12, შიდა ქართლი – 11, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 21, კახეთი – 19, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 555 საიდანაც, 349 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 189, აჭარაში – 15, იმერეთში – 78. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 76 პირი, მათ შორის, თბილისში – 47, აჭარაში – 11, იმერეთში – 7. 2 206 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


---


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD



---


ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili




2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page