top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„ევროკაშირი გადადის ფაიზერზე… ვაქცინაცია იქნება სავალდებულო” – გიორგი ფხაკაძე

10/05/2021

დამოუკიდებელი ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მსოფლიოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შესახებ უახლეს ინფორმაციას აზიარებს. „როცა ვამბობდი რო ეს ფარმა კომპანიები ყველა არიან საშიში, რა პასუხი მივიღე … ფაიზერი აპირებს ფასის აწევას 19.5$ დან 175$ მდე (სხვა წყაროებში $26 მილიარდის მოგებას აპირებს 2021 ამ ვაქცინით მარტო) როგორც კი ფაიზერი მიიღებს სრულ თანხმობას ამერიკის წამლის სააგენტოდან ეს იქნება ფასის აწევის “მიზეზი”. ნახეთ ვიდეო ↓ ძველ ცხოვრებას ვერასდროს ვერ დავუბრუნდებით – გიორგი ფხაკაძე რომ გეუბნებოდით, რომ 6 თვის მერე მე 3 დოზის გაკეთება იქნება საჭირო, ქართველი “ექსპერტები” დამესივნენ და გადამიარეს. აგერ ფაიზერის “აღიარება” წაიკითხეთ. როგორც კი ფაიზერი მიიღებს თანხმობას ამერიკის წამლის სააგენტოდან, ვაქცინაცია ამ ვაქცინით იქნება სავალდებული ჯერ ალბათ შეერთებულ შტატებში, მერე ევროკავშირში და მერე სხვაგან. ევროკაშირი გადადის ფაიზერზე, ისე რომ იცოდეთ… დასკვნა: ფაიზერმა ჩაიგდო ხელში საკმაოდ ძლიერი ბერკეტი… იმედია სხვა მწარმოებლები (კარგი იქნებოდა ევროპელი) შეძლებენ შეუტიონ ამ მონსტრს.”, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil





3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page