დღეიდან აღარ ვილაპარაკებ კოვიდზე და ვაქცინაზე - რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება გიორგი ფხაკაძემ
- Giorgi Pkhakadze
- Feb 24, 2023
- 1 min read
24.03.2021 Rustavi2

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საკითხებზე კომენტარებს აღარ გააკეთებს.
ამის შესახებ მან ფეისბუქის ლაივში გააკეთა. ფხაკაძე აპირებს, შექმნას ახალი პლატფორმა, რომელიც საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის ხარისხს გააკონტროლებს.
"კოვიდთან დაკავშირებულ საკითხებზე და ვაქცინაციაზე აღარ ვისაუბრებ. ამ საკითხზე ნუღარ დამიკავშირდებით. არიან შესანიშნავი ექსპერტები, საქართველოში თუ საზღვარგარეთ, რომლებიც ამ თემებზე საუბრობენ“, - განაცხადა ფხაკაძემ.
მან, აქვე, გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა:
"ორგანიზაცია დავაფუძნე "აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“, ვიწყებთ საავადმყოფოების ხარისხის კონტროლს”, – წერს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/193902
Comments