top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„დედას არ უნდა აკვდებოდეს შვილი ხელში - სამედიცინო შემთხვევა დაგვიანებულად ითვლება, როცა უკვე...“

19/05/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

„სამედიცინო შემთხვევა დაგვიანებულად ითვლება, როცა უკვე შეუქცევადი ან საკმაოდ მძიმედ სამართავი გართულებები უვითარდება პაციენტს.“ ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ორგანიზაციის - „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

„ამას სამი ძირითადი მიზეზი აქვს:

პაციენტისმხრივი,

ექიმის/სამედიცინო დახმარების მხრივი და

დაავადების თავისებურებით გამოწვეული.

1. პაციენტისმხრივ მიზეზებში მათ მიერ ექიმთან დაგვიანებით მიმართვა იგულისხება, რასაც თავის მხრივ განაპირობებს: ა) სამედ. კულტურის დაბალი დონე- პრევენციის უგულვებელყოფა, სიმპტომების არცოდნა, მათი არადროული ამოცნობა და უყურადღებობა პაციენტის მხრიდან ბ) ამოცნობის მიუხედავად, შესაძლო რისკების და გართულებების არცოდნა, თვითმკურნალობა და თვითნებური გადაწყვეტილებები გ) მედიცინისადმი ან კონკრეტული ექიმისადმი/ დაწესებულებისადმი უნდობლობა

2. ექიმისმხრივ/ ჯანდაცვით ფაქტორში მოაზრება: ა) პერსონალური ფაქტორი - ექიმის მიერ დიაგნოზის და მკურნალობის ეტაპზე დაშვებული შეცდომა ან დაუდევრობა ბ)ინსტიტუციური საკადრო და ინფრასტრუქტურული გაუმართაობა პაც ის საცხოვრებელ ადგილთან ახლომდებარე დაწესებულებაში (დიაგნოზირების და/ან მკურნალობის პირობებისა და საშუალებების არქონა) გ)ჯანდაცვითი პოლიტიკის დონეზე - კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის, აქტუალური დარგობრივი დეპარტამენტების არაადეკვატური გადანაწილება მოსახლეობაზე გათვლით, სამედ. სერვისებისადმი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის არქონა, საყოველთაოდ დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამობა, რეფერალის, საგანგებო სიტუაციების და კატასტროფის სისტემის საორგანიზაციო და ტექნიკური გაუმართაობა

3. იშვიათად- თავად დაავადების ელვისებრი, არატიპიური ან მკურნალობისადმი რეზისტენტული მიმდინარეობა, რაშიც პაციენტის და სამედიცინო თუნდაც იდეალური ფაქტორები სამწუხაროდ დიდ გავლენას არ ახდენს“, - წერს გიორგი ფხაკაძე.


მისი თქმით, მეორადი ინფექციით, თუ სხვა მიზეზით დამძიმებული ჩუტყვავილას მქონე ბავშვის კლინიკაში შემოყვანისას რეანიმაციას მინიმუმ ერთი ბოქსირებულ პალატა უნდა გააჩნდეს.

"ბატონების მოოხებით" რომ არ შეიძლება ბავშვთა ინფექციების მკურნალობა დღეს, მხოლოდ მეზობლების "მაღალაკადემიური" რჩევებისა და მეთვალყურეობის ქვეშ, და ამასთან დაკავშირებული რიტუალების კულტურულ მემკვიდრეობად დაუფიქრებლად გამოცხადებაც, ეს ერთია.

ჩუტყვავილის აცრა რომ კალენდარში არ შედის და, ამიტომ, მეტი განსწავლა და ყურადღებაა საჭირო პჯდ სპეციალისტის მხრიდან, მაგრამ ამაზე საერთოდ არავინ მუშაობს, ეს მეორე.

მეორადი ინფექციით, თუ სხვა მიზეზით დამძიმებული ჩუტყვავილას მქონე ბავშვის კლინიკაში შემოყვანისას რეანიმაციას მინიმუმ ერთი ბოქსირებულ პალატა რომ უნდა გააჩნდეს და ამის გარეშე კლინიკის ლიცენზია არ გაიცემა, ზოგადად, ეს მესამე.

ყურებზე რომ უნდა დადგეს ექიმიც, მენეჯერიც, კატასტროფის სამსახურიც, პოლიციაც და სამინისტროც, როცა ასეთ ბავშვს შემოიყვანს მშობელი და სასწრაფო რეფერალს გადაწყვეტს კლინიკა ან თუნდაც პაციენტი თავად, ეს მეოთხე.

მოკლედ, რომ შევაჯამოთ, პირველ რიგში, სამწუხაროა, უკვე კარგა ხანია, პროფესიულ პრობლემებზე წერა ამ სივრცეში გვიწევს, მაგრამ რაკი ვწერთ, გავიაზროთ, გვაქვს თუ არა ქვეყანაში:

ჯანმრთელობითი განათლების სახელმწიფო სტრატეგია,

სამედიცინო კადრების პერიოდული გადამზადება და ატესტირება,

სამედიცინო დაწესებულების ტიპისა და დონის მიხედვით აუცილებელი სერვისები და შესაბამისი მომსახურება,

ხორციელდება თუ არა ნებართვის გაცემის შემდეგ ამ სერვისების გეგმიური და მოულოდნელი კონტროლი,

არსებობს თუ არა პაციენტის უსაფრთხოების საერთაშორისო ალიანსთან შესაბამისობაში მოქმედი მსგავსი კომიტეტი სათანადო ფუნქციებით

არის თუ არა სამედიცინო შეცდომების რეგისტრი

არსებობს თუ არა რეგიონებში რუტინული სამედიცინო მომსახურების მიღებისა და გადაუდებელი მდგომარეობების ხარისხიანი მართვის პირობები??

დიდი დრო არ გასულა, რაც სამშობიაროდ ერთი ქალაქიდან მეორეში მიჰყავდა ქალები, რაკი ეს უფრო ხარჯთეფექტური იყო და ბევრგან დღესაც ასეა - არ არის სერვისები, რომელთა გამართვა ფინანსურად გაუმართლებელია!!

გასაგებია, მაგრამ, მინიმუმ გადაუდებელს და კრიტიკულს ეს არ უნდა ეხებოდეს, ეს ერთი და, თუ ასეა აწყობილი, პაც-ის სასწრაფო ტრანსპორტირება რეანიმობოლით საათივით უნდა იყოს მაშინ აწყობილი!! დედას არ უნდა აკვდებოდეს შვილი ხელში, წერტილი.

ადაპტირებულია ჩემი კოლეგის: Ekaterine Sanikidze


Giorgi Pkhakadze და სხვები“ - წერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის - „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



5 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page