16/08/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
„არ გინდათ აცრა? ნუ აიცრებით! დარვინის თეორიით, გადარჩება და გამრავლდება ის, ვინც არის პროგრესული!“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.
„დარვინიზმი — ორგანული სამყაროს ევოლუციის (ისტორიული განვითარების) მატერიალისტური თეორია, რომელიც დაფუძნებულია ჩარლზ დარვინის მოძღვრებაზე. შეისწავლის ორგანული სამყაროს ევოლუციის მოვლენებს, მიზეზებს, გზებს, კანონზომიერებებს და მართვის ხერხებს. საკუთარი დაკვირვებების, თავისი დროის მეცნიერული ცოდნისა და სელექციის მიღწევათა განზოგადების საფუძველზე ჩარლ დარვინმა 1837-1858 წლებში ჩამოაყალიბა მოძღვრება ნუნებრივი გადარჩევის გზით მცენარეთა და ცხოველთა ახალი ფორმების წარმოშობის შესახებ. დარვინის თეორია გადმოცემულია მის უმთავრეს თხზულებაში „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში“. თავისი შეხედულებები დარვინმა სხვა თხზულებებშიც განავითარა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, დარვინიზმი საკმაოდ სწრაფად დამკვიდრდა მეცნიერებაში და საფუძვლად დაედო თანამედროვე ბიოლოგიას.
დარვინმა ევოლუცია განსაზღვრა, როგორც „მოდიფიკაციით ჩამომავლობა“ (ინგლ. descent with modification) — იდეა იმისა, რომ სახეობები იცვლებიან დროთა განმავლობაში, წარმოქმნიან ახალ სახეობებს და ჰყავთ საერთო წინაპარი.
მექანიზმი, რომელიც დარვინმა შემოგვთავაზა ევოლუციისთვის, არის ბუნებრივი გადარჩევა. ვინაიდან რესურსები ბუნებაში შეზღუდული რაოდენობითაა, ორგანიზმები იმ მემკვიდრული ნიშან-თვისებებით, რომლებიც ხელს უწყობს გადარჩენასა და გამრავლებას, დატოვებენ უფრო მეტ შთამომავლობას, ვიდრე სხვები. შედეგად, გაიზრდება ამ ნიშან-თვისებების სიხშირე თაობათა განმავლობაში.
ბუნებრივი გადარჩევა დროთა განმავლობაში უბიძგებს პოპულაციებს, ადაპტირდნენ ან უფრო და უფრო უკეთ შეეგუონ საცხოვრებელ გარემოს. ბუნებრივი გადარჩევა დამოკიდებულია გარემოზე და მოითხოვს მემკვიდრული ვარიაციების არსებობას ჯგუფში.“
MD, MPH, PhD
Yorumlar