top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

გული გამისკდა, ეს არის კარანტინი? აქ არაფერ შუაშია მთავრობა, დამნაშავეა ის, ვინც არ მიყვება...

22/12/2020

ბევრი ადამიანი უმუშევარია და სახლში ზის. აქ არაფერ შუაშია მთავრობა, დამნაშავეა ის, ვინც არ მიყვება რეგულაციებს,- ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.


ფხაკაძემ კომენტარი კორონავირუსის ახალ შტამზეც გააკეთა და განაცხადა, რომ ვირუსი მუტაციას განიცდის და ეს ნორმალურია.

„არაფერი შეცვლილა, ეს ვირუსი როგორიც იყო, ისეთია ახალი შტამი. ეს არის კორონავირუსის ბიძაშვილი, ვირუსის მუტაცია ნორმალურია, ყველა შეშინდა ახალ შტამზე და მაინტერესებს, ძველი შტამი დაგავიწყდათ?! რამე შეიცვალა?!

გუშინ ვუყურებდი თბილისში ნაძვის ხესთან რა ხდებოდა, გული გამისკდა. ეს არის კარანტინი? ციფრებმა ოდნავ დაიწია, ჩაკეტვამ იმოქმედა და ახლა ხალხი გამოდის და დაბადების დღეებზე დადის. ვინც დაბადების დღეებსა და თავშეყრის ადგილებზე დადის, ეს არის ხალხი, ვისი ბრალიცაა, რომ ახლა ბევრი ადამიანი უმუშევარია და სახლში ზის. აქ არაფერ შუაშია მთავრობა, დამნაშავეა ის, ვინც არ მიყვება რეგულაციებს“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil





2 views0 comments

Comentários


Post: Blog2_Post
bottom of page