13/09/2021
პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე თინა ხიდაშელის პოსტკოვიდურ მდგომარეობას ეხმიანება და წერს, რომ გრძელი კოვიდი ვერაგი მდგომარეობაა.
ფხაკაძე მოქალაქეებს მოუწოდებს აიცრან.
“პატივს ვცემ ქალბატონ თინას, რომ ასე საჯაროდ ისაუბრა ყველა პოსტკოვიდურ მდგომარეობაზე (გრძელ კოვიდზე) კოვიდის გადატანა (7-24 დღეში) ეს ერთი პრობლემაა, მაგრამ გრძელი კოვიდი არის ვერაგი მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება, მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ,
ფაიზერი და მოდერნა არ არიან უკვდავების ელექსირი, მაგრამ დაგიცავთ (არა 100%-ით) ვირუსისგან და თუ დაგემართათ ვირუსი, 50%-ით დაგიცავთ გრძელი კოვიდისგან
აიცერით, სანამ დროა …”,-წერს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments