top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

გიორგი ფხაკაძის თქმით, ქვეყანა მეოთხე ტალღას მოუმზადებელი ხვდება

13.07.2021 megatv.ge Kutaisi



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.


პროფესორი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა იმაზე გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.


ფხაკაძის თქმით, ქვეყანა მეოთხე ტალღას მოუმზადებელი ხვდება.


“საქართველოში კოვიდის მე-4 ტალღა დაიწყო!


✅არაპროფესიონალებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ სექტემბრის ნაცვლად ახლა დაწყებულიყო მე-4 ტალღა!


✅ყველაფერი გააკეთეს, რომ დაეჩქარებინათ ეს პროცესი (არაფერი გამოტოვეს)!


✅ქვეყანა არ არის მომზადებული!


ახლა გამოდიან შეწუხებული სახეებით…


✅შეწუხებული სახეები სახლში დატოვეთ!


✅იმუშავეთ, საქმე გააკეთეთ და თუ ვერ აკეთებთ (ფაქტია სახეზე, რომ ვერ აკეთებენ) “წადი სახლში” ლოზუნგით უნდა წავიდნენ, სანამ ეს ლოზუნგი არ გახდება “წადი ციხეში!”


კიდევ ერთხელ – მე არ ვუჭერ მხარს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას!ჯანდაცვა და განათლება უნდა იმართებოდეს პროფესიონალ ტექნოკრატების მიერ და არა პოლიტიკოსების მიერ!”, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 1862 ადამიანს დაუდასტურდა.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://megatv.ge/%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%a4%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%99%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%97%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%a5%e1%83%95/

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page