28, 12, 2020
საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი გიორგი ფხაკაძე რადიო თავისუფლების “დილის საუბრებში“ ამბობს, რომ უპრეცედენტო ფაქტია ფარმაკოკომპანიების მიერ პირბადეების ფასის დაწევა. გადაცემაში მან აღნიშნა, რომ არ ეგონა, რომ ამ მიმართულებით მის მიერ წამოწყებული კამპანია ასეთი ეფექტური თუ იქნებოდა:
„ყველა ჩემს კოლეგებს საზღვარგარეთ რომ ვეუბნები, არავის არ სჯერა, რომ ზოგი ღირდა 1 ლარი, 80 თეთრი, 60 თეთრი და ახლა გახდა 15-20 თეთრი- ეს როგორო? აი, ასე ვეუბნები, ეს არის ადამიანების დემოკრატიული ანგარიშვალდებულება“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ. იგი ვარაუდობს, რომ პირბადეების გაიაფება მისი მოხმარების ინტენსივობას გაზრდის და 24 დეკემბრის შემდეგ შეზღუდვების გახსნის მიუხედავად, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი საგრძნობლად არ გაიზრდება:
„ზუსტად ამ კვირაში მაინტერესებს სტატისტიკა და მე პატარა ნაპერწკალი მაქვს იმედის, წინასაახალწლოდ კარგი ამბავი, რომ შესაძლებელია, რომ კი ქვეყანა გაიხსნა, მაგრამ ვინაიდან პირბადეები გახდა ხელმისაწვდომი და ცნობადობა გახდა და გაიზრდება მოქალაქეებში სწორად გამოყენება პირბადეების, შესაძლებელია დიდი ავარდნა 24-ის შემდეგ არ გვქენება და ბალანსი მოხდება და იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
„დილის საუბრებში“ მან ისაუბრა ასევე პირბადეების ხარისხის გაუმჯობესებაზეც და აღნიშნა, რომ წინსვლა ამ მიმართულებითაც სახეზეა. მისი თქმით, უხარისხო პირბადეები თითქმის აღარ იყიდება და ხალხი სამედიცინო პირბადეებს ითხოვს:
„ბაზარზე პირველი მოხდა ფასის დავარდნა და ახლა ხდება ხარისხის გაუმჯობესება. მე ბევრ კომპანიას მივწერე. მე ვარ გიორგი ფხაკაძე, ძალიან კარგია რიომ დაიწიეთ ფასი, თუ შეიძლება, სრტიფიკატები გამომიგზავნეთ. ზოგმა ფარმაკომპანიამ გამომიგზავნა სერტიფიკატი, ზოგმა იარა იარა და ნაწილობრივი გამომიგზავნა. რეკლამას არავის არ გავუკეთებ, ყველაზე იაფი რომელიცაა ბაზარზე, ვერ ვიტყვი რომელი ფარმაკომპანიაა, 14 თეთრიანი, ის არის სამედიცინო და ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი რომელიცაა იქაც არის კარგი ხარისხი. დანარჩენები თამაშობენ იქით აქეთ, მაგრამ კარგი არის ის, რომ ხარიხსზე დაიწყეს საუბარი და ერთი ძალიან სასიხარულო ამბავი მინდა თქვენი ეთერით ვთქვა, რომ ქართველი მწარმოებელმა ამ პროცესის შედეგად ჩემო დაჟინებული თხოვნით მიმართა სერტიფიკატის ასაღებად ევროპაში და ალბათ ერთ კვირაში მიიღებს და ეს იქნება პირველი ქართული კომპანია, რომელიც მიიღებს ევროპულ სერტიფიკატს. აქ უკვე საუბარია ხარისხის ძალიან მაღალ დონეზე და უკვე უხარისხო პირბადეები აღარც იყიდება“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ „დილის საუბრებში“.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში კამპანია „პირბადე 15 თეთრად“ დაახლოებით ორი კვირის წინ წამოიწყო. კამანიას ფარმაკოკომპანიების მიერ პირბადეების გაიაფება მოჰყვა.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Source: https://www.radiotavisupleba.ge/a/31022386.html
Comments