10/11/2021
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს მიმართვას, სადაც ეხმიანება საქართველოში კოვიდის მეხუთე ტალღის დაწყებასა და გარდაცვალების მაჩვენებლის მატებას და წერს:
„საქართველოში დაიწყო კოვიდის მე-5 ტალღა ❗️
✅დღეს საქართველომ დაკარგა 78 მოქალაქე❗️
✅ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი❗️
✅დეკემბერი საქართველოში იქნება უმძიმესი❗️
✅გამოფხიზლდით, გონს მოეგეთ… საკუთარ თავს უწყობთ გენოციდს❗️
✅ყველა ვართ დამნაშავე, დიახ, ყველა❗️
✅გამოსავალი არის მხოლოდ ერთობაში❗️
✅საქართველოს ჰყავს ორი მტერი: კოვიდი და რუსეთი❗️
✅78 ადამიანი…
✅მაინდამაინც 100 ადამიანის სიკვდილის შემდეგ დავიწყებთ შეწუხებული სახეებით სიარულს❗️რა გვჭირს?❗️
✅ყველა, ვინც არ იყენებს სამედიცინო პირბადეს, არის მკვლელი❗️ ✅ყველა, ვინც არ იცრება არის მკვლელი❗️
✅ყველა არაპროფესიონალი, ვინც იღებს უაზრო გადაწყვეტილებებს (ჩამონათვალი დიდია), არის მკვლელი❗️
✅ყველა ეგრეთ წოდებული “ანტივაქსერი”, “ბლოგერი” თუ ჯანდაბა – ყველანი არიან მკვლელები❗️
✅კვდებიან აუცრელი ადამიანები ❗️
✅ვირუსს ავრცელებენ აუცრელი ადამიანები❗️
✅გამოსავალი არის მხოლოდ შემდეგში:
📌ქვეყანა დღესვე უნდა გადავიდეს ერთ ვაქცინაზე (ფაიზერზე)❗️
📌ვაქცინა უნდა იყოს სავალდებულო 100%-იანი დაფარვით კონკრეტული ჯგუფებისთვის: სამედიცინო სფერო, საგანმანათლებლო სფერო, სერვისის სფერო, ძალოვანი სტრუქტურები, და მედია❗️
📌კოვიდ ელექტრონული სტატუსი უნდა იყოს დანერგილი ქვეყანაში რაც შეიძლება, მალე, მაქსიმუმ 1 კვირაში❗️
და წარდგენილი “მწვანე” კრიტერიუმები არის გადასახედი. უნდა იყოს მხოლოდ 2 კრიტერიუმი: ფაიზერით აცრილი 6 თვე, ან პსრ ტესტი 72 საათი. თავს ნუ ვიტყუებთ❗️
მწვანე საშვი არ უნდა სჭირდებოდეს: აფთიაქი, საავადმყოფო, სასურსათო მაღაზია და შიდა საქალაქო ტრანსპორტი. ყველა დანარჩენ შემთხვევაში უნდა იქნას ამოქმედებული მწვანე საშვი თავისი ჯარიმით 500 ლარი დაწესებულებას თითოეულ არა მწვანე საშვიანზე❗️
📌სამედიცინო პირბადე უნდა იყოს სავალდებულო ყველგან გარე და შიდა სივრცეებში (განსაკუთრებით სასწავლო დაწესებულებებში) და ჯარიმა უნდა იყოს მყისიერი, 50 ლარი❗️
📌დისტანცია მინიმუმ 1 მეტრი უნდა იქნას დაცული საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სხვა დახურულ სივრცეში – 1.5 მეტრი, სასურველია 2 მეტრიანი დისტანცია.
📌ყველა დაწესებულებამ განიხილოს დისტანციურ რეჟიმზე მაქსიმალურად გადასვლა. დიახ, ყველა კერძო და საჯარო სამსახურები უნდა გადავიდნენ დისტანციურზე. გეკითხებით ბუღალტერს, ანალიტიკოსს და იურისტს რა უნდა ოფისში ?!
✅გამოვიყენოთ საღი აზრი და გადავარჩინოთ სიცოცხლე ❗️
სხვა ალტერნატივა არ არის ❗️“
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments