top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

გიორგი ფხაკაძე საქართველოში რემდესივირის გამოყენებაზე - "სინამდვილეში, ჩვეულებრივი კლინიკური კვლევა

28, 12, 2020 რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი (EWEC), ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების (AMC) დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი ფხაკაძე რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" აცხადებს, რომ რემდესივირის შემოტანა საქართველოში იყო შეცდომა და მისთვის გაუგებარია, რატომ გადაიხადა ამაში თანხა საქართველომ მაშინ, როცა მედიკამენტის შემოტანა ქვეყანაში კლინიკური კვლევის ნაწილია: „ეს წამალი შემოვიდა საქართველოში კლინიკური კვლევის ფარგლებში. სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი შეცდომა იყო რემდესივირი თავიდან ბოლომდე. იმ ხალხმა, ვინც იყო გარეული ამ საქმეში, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს“. გიორგი ფხაკაძე განმარტავს, რომ ინფორმაცია ამის შესახებ ღიაა და ის სწორედ ღია წყაროებზე დაყრდნობით ლაპარაკობს: „ეს ინფორმაცია არის ვებგვერდზე. საერთოდ ყველა კლინიკური კვლევა მსოფლიოში არის რეგისტრირებული. ეს არის ანგარიშვალდებულება და ღიაობა. ეს არსებობს როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური კვლევების საიტზე, ასევე ევროკავშირის საიტზე. თქვენც შეგიძლიათ ნახოთ, სხვათა შორის, და ყველა კვლევა არის ძალიან გამჭვირვალე, რომ ყველამ იცოდეს - სად და როგორ ტარდება, თავისი მეთოდოლოგით, სპონსორის მითითებით. ეს ინფორმაცია გამჭვირვალეა. როცა დავინტერესდი, შევედი, ვნახე და ჩვეულებრივი კლინიკური კვლევაა. საქართველოში არის ასობით კლინიკური კვლევა და ამ კვლევასთან დაკავშირებით რატომ ატყდა ასეთი წივილ-კივილი?.. მესმის, რომ არასაჭიროდ სახელმწიფო ბიუჯეტი რატომ დაიხარჯა - მაგაზე, ეს კიდევ ცალკე თემაა. მოდით, ასე ვთქვათ, შეცდომა იყო. ამაზე ახლა ფოკუსირებას აზრი არ აქვს. აი, ზაფხული მოვა, ყველაფერი დაწყნარდება და შესაბამისმა ორგანოებმა კარგად უნდა გადახედონ - საბუთები არსებობს, რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული და ასე შემდეგ. სამედიცინო კუთხით ეს წამალი ეფექტიანი არ არის და არც ერთი წამალი არ გვაქვს კოვიდის საწინააღმდეგოდ, რომელიც ჩვენ დაგვეხმარებოდა ბრძოლაში“.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://www.radiotavisupleba.ge/a/31023101.html

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page