13/07/2021
ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის დელტა შტამთან დაკავშირებულ მორიგ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველო ინდურ სცენარს იმეორებს.
გთავაზობთ მის მოსაზრებას:
„დელტა ვირუსი არის საქართველოში❗️
✅საქართველო იმეორებს ინდურ სცენარს ერთი ერთში❗️
✅პედიატრიული (ბავშვთა) საწოლები აღარ გვექნება ქვეყანაში 1 კვირაში❗️
✅ჟანგბადის დეფიციტი იქნება ასევე 1-2 კვირაში❗️
✅ვაფრთხილებდი ყველას ჯერ კიდევ 2 თვის უკან, რომ სისტემა ყოფილიყო მომზადებული და ყველა რესურსი მობილიზებული ყოფილიყო❗️
რა გაკეთდა?! არაფერი❗️
✅საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი რას აკონტროლებს? ეს ცენტრი გადაიქცა მაყურებლად❗️
ჩვენ კი გვჭირდება, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა “აკონტროლოს ეს ვირუსი”❗️
✅მავნე არაპროფესიონალიზმი კლავს, დიახ კლავს❗️☠️
სანამდე? სანამდე უნდა გრძელდებოდეს ეს?! ვინმე გამცემს პასუხს?! დავიღალე ამდენი უნიათო ვითომ პროფესიონალების ყურებით❗️
2020 წლიდან ვუხსნი, მაგრამ არ ესმით, რატომ? თქვენ შეეკითხეთ:
📌ერთიანი ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა (პაციენტის ელექტრონული ბარათი)❗️ 📌პირბადეების ხარისხის ლაბოლატორიის ჩამოტანა და გამართვა ( ყალბი სამედიცინო პირბადეების ამოღება გაყიდვიდან)❗️
📌ქვეყნის არჩაკეტვა და მართვა ეპიდემიის რეგიონების მიხედვით (ჩაკეტვა მარტო იმ რეგიონების, სადაც არის ეპიდემიის აფეთქება და არა მთელი ქვეყნის)❗️
📌მწვანე რეგიონების შექმნა (სადაც ეპიდემიის კონტროლი იქნება უფრო მკაცრი)❗️
📌წითელი სატრანსპორტო კორიდორების გახსნა (რომ ტრანზიტულმა მძღოლებმა არ გაავრცელონ ვირუსი)❗️
📌საქართველო შეუერთდეს ევროკავშირის ერთიან კოვიდის “QR” კოდების სისტემას, რათა მინიმუმამდე იქნას დაწეული ყალბი “კოვიდ პასპორტების” გამოყენება საქართველოში❗️
✅ამ ვერაგი ვირუსის მართვა შესაძლებელია, მაგრამ აშკარად არ ან ვერ მართავენ❗️
✅შედეგი:
📌 6000-მდე მოქალაქე მოკლეს❗️ 📌ქვეყანას ამზადებენ ჩასაკეტად❗️ 📌ჩვენი ბავშვები არიან აბსოლუტურად დაუცველნი❗️
ამოვიდა ყელში ეს არაპროფესიონალიზმი“.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-saqartvelo-imeorebs-indur-scenars-erti-ertshi
Comments