13/12/2021
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ შესახებ სიახლეებს გვაცნობს:
„სიახლეები „ომიკრონის“ შესახებ. ნელ-ნელა გვაქვს მცირე და საინტერესო სიახლეები.
📌„ომიკრონი“ 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, შესაბამისად უფრო ბევრი ადამიანი დაინფიცირდება მოკლე დროში.
📌„ომიკრონით“ რეინფიცირების შანსი ინფიცირებულებში 5-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ვაქცინირებულებში – შესაბამისად, „ფაიზერით“ ან „მოდერნათი“ 2-ჯერ ვაქცინირებულები უფრო დაცულები არიან.
📌ბუსტერ დოზები არის დღესდღეობით პირველი რიგის “თავდაცვის” საშუალება. შესაბამისად, მე-3 დოზა „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინები უნდა იყოს პრიორიტეტული.
📌პირველადი მონაცემები სამხრეთ აფრიკიდან (ოპტიმისტური, მაგრამ მაინც უნდა დაველოდოთ 2-3 კვირა უფრო სრული სურათისთვის) აჩვენებს, რომ „ომიკრონი“ უფრო იოლ ფორმაშია, ვიდრე „დელტა“ და „ბეტა“ ვარიანტები.
ვირუსი არსად წასულა. გაუფრთხილდით ერთმანეთს. გახსოვდეთ:
📌აიცერით „ფაიზერით“ ან „მოდერნას“ ვაქცინით
📌 ბუსტერ დოზები „ფაიზერით“ ან „მოდერნათი“. არ გადადოთ. 📌გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე
📌გაანიავეთ დახურული სივრცეები ყოველ 15-20 წუთში
📌დაიცავით დისტანცია (1 მეტრი მაინც)
📌დაიბანეთ ხელები (საუკეთესოა, საპნით)
✅იფიქრეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ, შეაჩეროთ ეს ვერაგი ვირუსი❗️
✅აერიდეთ ყალბ ინფორმაციას. ყალბი ინფორმაციის გავრცელება უდრის ვირუსის გავრცელებას❗️
✅იყავით პოზიტიურები და გახსოვდეთ, რომ ჩვენ ამ ვერაგ ვირუსს მხოლოდ ერთობლივი ძალებით თუ დავამარცხებთ❗️
✅ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არ ჩავკეტოთ ქვეყანა. ვუთხრათ არა ლოკდაუნს და მოვარჯულოთ ეს ვირუსი❗️
ყველაფერი არის ჩვენს ხელში❗️
✅ყველაფერი იქნება კარგად.
✅ჯანმრთელობას გისურვებთ…“
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments