top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

გიორგი ფხაკაძე პაატა იმნაძეს – „თუ დაიწყე ერთი ვაქცინით, სჯობს…“

21/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



„2021 წლის 13 მაისი დავდე პოსტი, სადაც მოყვანილია ერთ-ერთი სტატია (ისე, უკვე ბევრგანაა ხელმისაწვდომი). ზუსტად რომ ვაქცინების “არევა” არც ისეთი კარგი რამაა, თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის. ზოგადად, თუ დაიწყე ერთი ვაქცინით, სჯობს დაამთავრო იგივე ვაქცინით, განსაკუთრებით პირველი და მეორე დოზები. მესამე დოზას რაც შეეხება, ამაზე არის მსჯელობა. ჩემი ანალიზის მიხედვით, მესამე დოზას ანუ “ბუსტერს” არსებითი მნიშვნელობა არა აქვს“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.

The results of a mix-and-match trial to test combinations of the Pfizer and AstraZeneca vaccine suggest that mixing the vaccines may come with some short-term disadvantages: increased mild and moderate adverse effects. The trial monitored 830 volunteers 50 and older who were randomly assigned to four different vaccine schedules involving the Oxford/AstraZeneca and Pfizer/BioNTech vaccines, with first and second doses given 28 days apart. The fraction of individuals displaying fever increased by about 2 to 3-fold when the individuals received two different vaccines, as compared to those receiving the same one. Similar increases were observed for chills, fatigue, headache, joint pain, malaise, and muscle ache. It is still unclear whether the immunity elicited by mixed regimens is better or worse, but results on this topic are expected to be available soon.

Research published in N.E.J.M. (May 11, 2021): https://doi.org/10.1056/NEJMoa2027675


შესაძლებელია თუ არა მეორე დოზით სხვა ვაქცინით აცრა? – პაატა იმნაძის განმარტება.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მედიავებინარზე განაცხადა:

„ყველა მწარმოებელ კომპანიას უნდა, მეორედაც მისი ვაქცინით აიცრა. ეს ნაწილობრივ ბიზნესის პოზიციაა, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, გრიპზე ერთ წელიწადს ერთი ვაქცინით ვიცრებით, მეორე წელიწადს – მეორე ვაქცინით და ა.შ. ერთადერთი ვაქცინა, რაზეც მკაცრი რეკომენდაცია არის, რომ აიცრა იგივე დოზით, ცოფის ვაქცინაა. იქ არის მკაცრი რეკომენდაცია, – დაწყებული ვაქცინით დაამთავრო ცოფის საწინააღმდეგო აცრა, თუმცა აქაც არის გამონაკლისი. რაც შეეხება კორონავირუსსს, ვფიქრობ, მალე გამოჩნდება მეცნიერული პუბლიკაციები, რომ ვაქცინის მონაცვლეობა შესაძლებელია”.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page