top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

გიორგი ფხაკაძე: „მწარე სიმართლე ასეთია: „არ დამთავრდა, კოვიდი დამარცხებული არ არის…“

12 აპრილი, 2022

#drpkhakadze აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს: -„მწარე სიმართლე კი ასეთია დღეს 12/04/2022:

კოვიდ პანდემია არ დამთავრდა კოვიდი დამარცხებული არ არის კოვიდის ახალი აფეთქება ივნის/ივლისში იქნება საქართველოში ვაქცინაციის შეჩერება კი არა, პირიქით, ფაიზერის ან მოდერნას ვაქცინის მე-4 დოზაზე უნდა გადავიდეთ, განსაკუთრებით ქრონიკული პაციენტების და 50-60 წელს გადაცილებულების შემთხვევაში. ფაქტია: საქართველოს ჯანდაცვა არის არაპროფესიონალიზმის, არაკომპეტენტურობის და კორუფციის სახე!

ჯანმრთელობას გისურვებთ…“

გიორგი ფხაკაძე YouTube-ზე https://youtube.com/c/GiorgiPkhakadze


იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა:

„კორონავირუსის პანდემიის მე-6 ტალღის დასრულების შემდეგ ქვეყანაში სტაბილური ეპიდვითარებაა, მაგრამ 300 ინფიცირებული ერთი დღის განმავლობაში მაინც მაღალი მაჩვენებელია. რამდენიმე დღის წინ ერთი დღის განმავლობაში 6 გარდაცვლილი გვყავდა – ესეც ძალიან მაღალი ციფრია. აქედან გამომდინარე, საუბარი, – საქართველოში კორონავირუსის პანდემია დასრულდა, ან დასასრულს უახლოვდება, ჯერჯერობით ადრეა, სანამ ჩვენ ასეთი რაოდენობის ინფიცირებული გვყავს და გარდაცვალებულთ რაოდენობაც ასევე სტაბილურად არ მცირდება. შესაძლოა, სიკვდილიანობა შესაძლოა გაიზარდოს. პანდემიის დასრულებამდე შორს არის, არ შეიძლება პანდემიის დასრულებაზე საუბარი, მანამ ვიდრე დარწმუნებულები არ ვიქნებით, რომ კორონავირუსის ახალი მუტაციის გამოჩენის ალბათობა არ არსებობს. ჯერჯერობით ჯანმო ამ ფაქტს არ აფიქსირებს, ბოლო ორი დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 3 ახალი ვარიანტი გამოჩნდა. ჯერჯერობით კორონავირუსის შემდგომი მუტაციის რისკები არსებობს, სანამ ასეთი რისკები არსებობს, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა არ იქნება, გლობალურად პანდემიის დასასრულზე საუბარი, რა თქმა უნდა, ადრეა“.


---


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


---


ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili




5 views0 comments

コメント


Post: Blog2_Post
bottom of page