top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

გიორგი ფხაკაძე: მისაღებია ძალიან არაპოპულარული მკაცრი ზომები, რაც შეიძლება მალე

23.11.2020 ImediNews


რიცხვებმა დაკარგა აზრი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ეპიდემია არის ქვეყანაში და მისაღებია ძალიან არაპოპულარული მკაცრი ზომები, რაც შეიძლება მალე, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი ვარაუდით, საქართველოში უფრო მეტია ინფიცირებული, ვიდრე ეს სტატისტიკაში ჩანს.

„მე მეგონა, რომ ჩვენ გადავლახეთ წითელი ხაზი, მაგრამ ყოველ კვირას ახალ წითელ ხაზს ვხაზავთ და არც მჯეროდა, რომ აქამდე მივიდოდით. რიცხვებმა დაკარგა აზრი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ეპიდემია არის ქვეყანაში და მისაღებია ძალიან არაპოპულარული მკაცრი ზომები, რაც შეიძლება მალე“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 108 690 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 89 170-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 012 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://imedinews.ge/ge/covid19/173748/giorgi-pkhakadze-misagebia-dzalian-arapopularuli-mkatsri-zomebi-rats-sheidzleba-male

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page