21.12.2020 ImediNews
ვირუსმა არც დაბადების დღე იცის, არც ახალი წელი, არც დილა და არც საღამო. ის ვრცელდება მაშინ, როდესაც მისცემ საშუალებას, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ „რუსთავი 2-“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თუ ქვეყანაში 24 დეკემბრიდან შეზღუდვები მოიხსნება, ის შედეგი, რაც ინფიცირების კლებამ გამოწვია, რამდენიმე დღეში გაქრება.
„თუ ჩვენ გავიხსნებით 24-ში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, ჩემი რეკომენდაციაა, რომ ყველა ის ქვეყანა გავიხსეოთ, ვინც ნაადრევად გაიხსნა და შედეგად ორმაგი და სამმაგი ფასი გადაიხადა. შესაბამისად, საქართველო არის იმის კლასიკური მაგალითი, რომ დავინახეთ შედეგი ჩაკეტვის. დავინახეთ, რომ ჩაკეტვამ შედეგი მოგვცა. კი, ბოლომდე ჩაკეტვა არ იყო, მაგრამ ჩვენ თუ გავიხსნებით, ის მონაპოვარი, რაც გვაქვს, დაიკარგება და გაქრება რამდენიმე დღეში“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
28 ნომებრიდან, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 209 462 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 184 668-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 140 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 489 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 654 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში 1 913 ადამიანი იმყოფება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Source: https://imedinews.ge/ge/covid19/178106/giorgi-pkhakadze-koronavirusma-arts-dabadebis-dge-itsis-arts-akhali-tseli-arts-dila-da-arts-sagamo
Comments