top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის დასაწყებად ელექტრონული ბარათების აუცილებლობაზე საუბრობს, სადაც....

13.02.2021 Rustavi2



გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის დასაწყებად ელექტრონული ბარათების აუცილებლობაზე საუბრობს, სადაც სამედიცინო მონაცემები იქნება თავმოყრილი


პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის დაწყებამდე საქართველოში ბევრი ტექნიკური საკითხი მოუგვარებელია - პირველ რიგში კი ფხაკაძე ელექტრონული ბარათების საჭიროებაზე საუბრობს. როგორც მან "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური ელექტრონული ბარათი, სადაც თავმოყრილი იქნება სამედიცინო მონაცემები.

ფხაკაძის განცხადებით, პროექტის განხორციელება საქართველოში 10 წლის წინ დაიწყო და უკვე დასრულებულია, თუმცა ელექტრონულ ბარათებზე ქვეყანა ჯერ მაინც არ გადასულა.

"უნდა იყოს პოლიტიკური ნება, ან იყოს გამოცემული ბრძანება და ხვალიდან ყველა საავადმყოფოს დაევალოს, რომ ერთ თვეში დაიწყოს ელექტრონული ბარათების ხმარება, დატესტილია და მომზადებულია ყველაფერი.

სტომატოლოგიური კლინიკები უნდა გადასულიყვნენ პირველი იანვრიდან და მაქვს კითხვა, რატომ არ გადავიდნენ? პასუხი არ მაქვს, სამწუხაროდ, მილიონობით ფულია დახარჯული, მაგრამ არ გაკეთებულა,"- აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/187298


コメント


Post: Blog2_Post
bottom of page