top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

გიორგი ფხაკაძე განმარტავს, თუ რას აზიანებს კოვიდი ორგანიზმში ყველაზე მეტად

16/02/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამჟამად, საქართველოში პოსტკოვიდი ყველაზე რთული სამართავია. მისი თქმით, ახალი კვლევის თანახმად კოვიდი ყველაზე მეტად აზიანებს ვაგუს ნერვს.


„პოსტკოვიდი საქართველოში ამჟამად ყველაზე რთული სამართავია. რა იწვევს პოსტკოვიდს? - კოვიდი. რა ვიცით პოსტკოვიდზე? - ის ვერაგია. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდი „ურტყამს“ ვაგუს ნერვს, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნერვია.


კოვიდის შედეგად ამ ნერვის დაზიანებისას რასთან გვაქვს საქმე? დისფონია (მუდმივი ხმის პრობლემები), დისფაგია (ყლაპვის გაძნელება), თავბრუსხვევა, ტაქიკარდია (ანომალიურად მაღალი გულისცემა), ორთოსტატული ჰიპოტენზია/პოსტურალური ჰიპოტენზია (დაბალი წნევა) და დიარეა.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page