top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

გიორგი ფხაკაძე: არაფერი განსაკუთრებული და სასწაული ვირუსი არ ცირკულირებს - ამდენი პანიკა ნამდვილად

23/11/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ქვეყანაში არსებულ ვირუსებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ საქართველოში არაფერი განსაკუთრებული და სასწაული ვირუსი არ ცირკულირებს.


მისი თქმით, „ეს არის კოვიდი და სეზონური გრიპის აფეთქება და ეს ყველამ ვიცით“:


„არც ე.წ ჰონგ-კონგის გრიპია ახალი და რამე საოცარი. ეგაა H3N2 და არის A ტიპის სეზონური გრიპის ერთ-ერთი სეროტიპი. მეორე სეროტიპია H1N1, იგივე ღორის გრიპი.


გრიპის აცრები A ტიპის ორივე სეროტიპს მოიცავს, ასევე B ტიპის ვირუსის ორ სეროტიპს. კოვიდიც არის, ომიკრონი, და ის საკმაოდ სუსტია. ამდენი პანიკა ნამდვილად არ არის საჭირო. აიცერით არსებული გრიპის და კოვიდის ვაქცინებით, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები, დაიცავით დისტანცია, და ხელები დაიბანეთ რა…“– წერს გიორგი ფხაკაძე Facebook-ზე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil




2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page