03/06/2021
ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე „სინოვაკის“ კვლევასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
„საკმაოდ საიმედო კვლევა “სინოვაკის“ შესახებ. გვეღირსა, დაიდო რეალურ გარემოში ჩატარებული კვლევა და გვაჩვენა, რომ “სინოვაკის“ 2 დოზის მიღების დროს: კოვიდ-სიკვდილიანობა 95% -ით არის დაწეული;
კოვიდით რეანიმაციაში მოხვედრა 90% -ით დაიწია;
კოვიდ-სიმპტომური შრმთხვევები შემცირებულია 80% -ით.
კვლევა ჩატარდა ბრაზილიაში, პატარა ბრაზილიური ქალაქ სერრანაში, მოსახლეობა არის 30,000-მდე. მოსახლეობის 95% იყო ვაქცინირებული “სინოვაკით“.
რეინფიცირების სტატისტიკა არ გვაქვს. რამდენი თვე “გაუძლებს“ ეს ვაქცინა და როდის იქნება საჭირო ბუსტერი, ანუ მე-3 დოზა, ეს ინფორმაცია არ გვაქვს.
ფაქტია, ვაქცინების უმრავლესობა გიცავთ სიკვდილიანობისგან და რეანიმაციისგან. 100%-იანი დაცვა არ აქვს არცერთ ვაქცინას, სამედიცინო პირბადე მაინც არის აუცილებელი“, – წერს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comentários