20/11/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
2021 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა ფრანგული საერთაშორისო ორგანიზაცია Accreditation Canada representative office in Georgia-სა (აკრედიტაცია საზღვრების გარეშე) და სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის დამოუკიდებელი სისტემის ამოქმედება და სამედიცინო პერსონალის უწყვეტი პროფესიული განათლების სისტემის გაძლიერება.
”საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივის” ფარგლებში უკვე არსებული გამოცდილება საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის სფეროში (ამჟამად 4-მა სამედიცინო დაწესებულებამ უკვე გაიარა საერთაშორისო აკრედიტაცია - https://www.accreditation.ge/programs) და უწყვეტი სამედიცინო განათლების (ამჟამდ 7 საკრედიტო პროგრამის შესახებ - https://www.accreditation.ge/cmeapproved).
აღნიშნული საკითხები სამედიცინო სერვისების ხარისხის უზრუნველყოფისა და პაციენტების საუკეთესო ინტერესების დაცვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების არსებული ხედვისა და სამომავლო გეგმების შესახებ გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ:
გიორგი ფხაკაძე - ორგანიზაციის “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი;
ზაალ კაპანაძე-სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორი;
კახაბერ შალიკაძე - სსიპ. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილე;
თინათინ ხარძიანი - ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი;
სოსო ფილიევი - ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი;
ნიკოლოზ კობახიძე - სამინისტროს სტატისტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი;
თეა ბაქრაძე - სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;
ანზორ ჭავჭავაძე - ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის კონსულტანტი.
შეხვედრაზე მიღებულ იქნა პირველადი კონსესუსი, თუ რა ფარგლებში ითანამშრომლებენ მომავალში ფრანგული საერთაშორისო ორგანიზაცია- “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე”, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
— თუ თქვენი ორგანიზაცია აპირებს, გაიაროს აკრედიტაცია
“საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივის” ფარგლებში, ჩვენ ამ პროცესში დაგეხმარებით. პროცესი საკმაოდ მარტივია, თქვენ უნდა გამოაგზანოთ წერილი info@accreditation.ge Giorgi Pkhakadze და მიუთითოთ:
დაწესებულების დასახელება
დაწესებულების ტიპი (საავადმყოფო, ამბულატორიული კლინიკა, დიაგნოსტიკური კლინიკა, ესტეტიკური მედიცინის ცენტრი, სტომატოლოგიური კლინიკა)
დაწესებულების მისამართი
საკონტაქტო ტელეფონი
საკონტაქტო მეილი
დაწესებულების ხელმძღვანელის სახელი და გვარი
თქვენი ორგანიზაციის ვებგვერდი ან/და ფეისბუქგვერდი
პროცესი არის:
ნებაყოფლობითი გამჭვირვალე მარტივი სწრაფი უფასო
აკრედიტაცია გაიცემა ფრანგული ორგანიზაციის "Accréditation Sans Frontières" მიერ.
—- უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტები (CME Credits) https://www.accreditation.ge/cme
კრედიტ ქულების მოსაპოვებლად მონაწილე ვალდებულია:
სრულად დაესწროს CME ღონისძიებას
ღონისძიების დასასრულს, სრულად შეავსოს შეფასების კითხვარი
უპასუხოს წინასწარ და შემდგომ ტესტ შეკითხვებს (დასკვნითი შეფასების სწორად გაცემული პასუხი აღემატება 76%) მომხსენებელნი სრულიად თავისუფალნი არიან არჩევანში, მოხსენებათა თემატიკა შეუზღუდავია მარტივიდან ძალიან რთულამდე. პროცესი საკმაოდ მარტივია, თქვენ უნდა გამოაგზანოთ წერილი cme@accreditation.ge Tamuna Goderidze და მიუთითოთ:
ტქვენი (CME Credits) მოთხოვნის დასახელება საკონტაქტო ტელეფონი საკონტაქტო მეილი საკონტაქტო სახელი და გვარი თქვენი ორგანიზაციის ვებგვერდი ან/და ფეისბუქგვერდი პროცესი არის: ნებაყოფლობითი გამჭვირვალე მარტივი სწრაფი უფასო უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტები (CME Credits) გაიცემა ფრანგული ორგანიზაციის "Accréditation Sans Frontières" მიერ.
©2021 Accreditation Georgia Initiative is a joint project of the Public Health Institute of Georgia (registration number: 404407815, Tbilisi, Georgia) and Accréditation Sans Frontières | 32, Boulevard de Rochechouart, 75018 Paris – France Tél : + 33 (0) 753902263 | www.france-asf.fr | Association d’intérêt général à but humanitaire et non lucratif régie par la loi du 01/07/1901 déclarée à la Préfecture de Police Paris le 18/06/2020 RNA n° W7512570
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები - ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments