16/10/2020
94 %-ია შანსი, რომ ვაქცინა საერთოდ არ გვექნება. ამას მეცნიერება ამბობს, – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის სფეროში, გიორგი ფხაკაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ საუბრისას.
„ვაქცინებთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. ზოგადად, ვაქცინის მომზადებას მილიარდიდან 5 მილიარდ დოლარამდე სჭირდება და დრო 2-დან 5 წლამდე, მისი ეფექტურობის კოეფიციენტი კი 6 პროცენტია. ჩვენ ნაჩქარევ ვაქცინას არ უნდა ველოდეთ, არც წელს გვექნება და არც მომავალ წელს.
ვაქცინა არ გვექნება მალე! მეცნიერებასთან ასეთი თამაში და მოდი ახლა, ვაქცინა ორ წელიწადში გავაკეთოთ – არასწორია. შანსი 94%-ია, რომ ვაქცინა საერთოდ არ გვექნება. ესაა მეცნიერება. ამას გიორგი ფხაკაძე კი არა, მეცნიერება ამბობს“, – განაცხადა ფხაკაძემ.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments