top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

გაეროს გენ ასამბლეაზე ორი ქართველი მთელს მსოფლიოს აჩვენა პროფესიონალუზმი...

03/11/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

04/10/2018 წელს ნიუ-იორკში, გაეროს გენ ასამბლეაზე ორი ქართველი მთელს მსოფლიოს აჩვენა პროფესიონალუზმი.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს:


„გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელ ექსპერთა საბჭოს (IAP) 2018 წლის ანგარიში საქართველოს გამოცდილებას ეხმიანება ჯანდაცვის სფეროში კერძო სექტორის რეგულირების თაობაზე.

აღნიშნულ საკითხს მოიცავდა მარიამ ჯაშის გამოსვლაც ნიუ-იორკში შეხვედრაზეც, რომელსაც საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, გაეროს სააგენტოებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ გაეროს გენერალური მდივნის ექსპერტთა საბჭოს ათ წევრს შორის ჯანდაცვის სფეროში ქართველი ექსპერტი გიორგი ფხაკაძეა, რომელმაც უმნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 2018 წლის ანგარიშში საქართველოს გამოცდილების დოკუმენტაციაში.

”გაეროს აღნიშნულ ანგარიშში საქართველოს გამოცდილებაზე საუბარი უმნიშვნელოვანესია. ეს პლატფორმა საშუალებას გვაძლევს გავაფართოვოთ საერთაშორისო თანამშრომლობა დედათა, ბავშვთა და ახალგაზრდების ჯანმრთელობის სფეროში" - აცხადებს მარიამ ჯაში

კომიტეტის თავმჯომარე ასევე აღნიშნავს, რომ 2018 წლის თებერვალში საქართველოში IAP ექსპერტთა ვიზიტის ორგანიზებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გაეროს მუდმივმა წარმომადგენლობამ ნიუ-იორკში ბატონი კახა იმნაძის ხელმძღვანელობით და IAP საბჭოსთან თანამშრომლობის მომდევნო ნაბიჯებშიც არსებითი იქნება საქართველოს მისიის როლი.

დეტალურად შეხვედრის შესახებ იხილეთ ბმული




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



84 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page