top of page

ბავშვი სოფელში ტყლაპოში და ბალახში უნდა კოტრიალობდეს, სხვანაირად მისი ორგანიზმი ვერ ისწავლის...

Writer's picture: Giorgi PkhakadzeGiorgi Pkhakadze

06/01/2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ლაივჩართვას ავრცელებს, სადაც ჩვენი ყურადღება ერთ-ერთმა ეპიზოდმა მიიპყრო. ის ბავშვების იმუნიტეტის გაძლიერებაზე საკუთარ მოსაზრებას გვთავაზობს და ამბობს: “ბავშვების იმუნური სისტემა სწავლების პროცესშია, 25 წლის შემდეგ ჩვენ უკვე ჩამოყალიბებული ვართ და ჩვენი ორგანიზმი ფიქრობს, რომ ყველა ვირუსი ისწავლა, მაგრამ ასე არ არის. კარგია, რომ ბავშვები ათამაშოთ ტყლაპოში და სილაში, რადგან ორგანიზმი სწავლობს, როგორ ებრძოლოს ვირუსებს. როცა ბავშვი ჩაკეტილია, დასტერილებულია, ეს ძალიან ცუდია, იმიტომ, რომ მისი ორგანიზმი ვერ სწავლობს ვირუსებთან და ბაქტერიებთან ბრძოლას.


ბავშვი უნდა იყოს სოფელში, ტყლაპოში უნდა იყოს, ხელი დაბანეთ ზოგჯერ, უნდა იკოტრიალოს ბალახში, უნდა იყოს მდინარეში, მოეფეროს ძროხას, კატას, ძაღლს, რაც შეიძლება მეტჯერ, რადგან ორგანიზმმა ისწავლოს სხვა ვირუსები და ბავშვები უფრო მომზადებულები იქნებიან. სანიტაიზერები ასი წლის წინ გაჩნდა, საპნებს ზოგჯერ ახლაც არ ხმარობენ ადამიანები…”

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil





 
 
 

Comments


Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page