top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროექტები

Updated: Oct 21, 2023

19/11/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:


ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თურქეთის მთავარ ომბუდსმენს შეხვდა.

ზზზ ზურაბ აზარაშვილმა შერეფ მალკოჩს ის პროგრამები გააცნო, რომლებსაც სამინისტრო ადამიანის უფლებების, ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის კუთხით ახორციელებს.


შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროექტები.


მხარეებმა, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე და ერთობლივ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები, მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიასთან ერთად, თბილისის ადამიანით ვაჭრობის და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებას დაათვალიერებენ და მისი მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნობიან.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: თურქეთის სახალხო დამცველის მოადგილე ჯალილე ოზლემ თუნჩაქი და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი. ასევე - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი სოფიო კილაძე და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




21 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page