top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

“ახლა რომ გავიხსნათ, ყველას ყოფა გვეტირება” – გიორგი ფხაკაძის თქმით, კარგია რომ მთავრობამ ქვეყანა

05/01/2021

ჯანდაცვის ექსპერტის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება, რომ შენარჩუნდეს შეზღუდვები კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სწორია. მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე მან თავად მისცა მთავრობას შეზღუდვების შენარჩუნების რეკომენდაცია. “გამლანძღეთ ახლა და გამთათხეთ ბიზნესებმა, ეს იყო ჩემი ერთ-ერთი რეკომენდაცია საკოორდინაციო საბჭოზე და მე ძალიან მიხარია, რომ პრემიერ მინისტრმა მიიღო სწორი გადაწყევტილება. მე ვარ აპოლიტიკური ადამიანი, მე ვარ ჯანდაცვის ექსპერტი და შესაბამისად ვისაუბრებ ვაქცინაზე და სწორ ჯანდაცვის საკითხებზე და პოლიტიკაზე ვერ ვილაპარაკებ. რაც მთავრობამ გააკეთა ძალიან კარგია. ძალიან კარგია რომ ჩაკეტა ქვეყანა, ძალიან კარგია რომ გამოაცხადა უქმე დღეები, როცა ადამიანი აკეთებს ჭკვიანურ რაღაცას შესაბამისად უნდა უთხრა, რომ ჭკვიანია და კარგია. სწორი გადაწყვეტილებაა რომ ქვეყანა იკეტება. ჩვენ პიკი გადავლახეთ და ინფიცირებულთა რაოდენობა ახლა მიდის ქვევით და ახლა რომ ცოტა გახსნა იყოს გვეტირება ყოფა ყველას”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil






3 views0 comments

Comentários


Post: Blog2_Post
bottom of page