top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„აცრილ პაციენტებში კოვიდის დადასტურების დღიდან გადასხმები არ შეიძლება“ - გიორგი ფხაკაძე

13/01/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის არასწორი მკურნალობის შესახებ წერს.


მისი თქმით, კოვიდით დაინფიცირების შემდეგ დაავადების არასწორი მართვა და მკურნალობა დაუშვებელია.


„არასწორი მკურნალობა კლავს. კოვიდის არასწორი მართვა/მკურნალობა ან კლავს ან აინვალიდებს.


დღესაც გრძელდება ბინაზე არასწორი, თვითნებური მკურნალობა ანტიბიოტიკებით და აცრილ, დაბუსტერებულ პაციენტებში კოვიდის დადასტურების დღიდან გადასხმები „დექსამეტაზონებით“ არ შეიძლება.


არ მიიღოთ ანტიბიოტიკები ექიმის დანიშნულებით გარეშე. ანტიბიოტიკები არ უნდა იყიდებოდეს ექიმის დანიშნულების გარეშე. კოვიდინფიცირებულებო, თავს გაუფრთხილდით, არ დაგავიწყდეთ გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე“, - წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page