23/06/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
ჯანდაცვის სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს „ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ ცვლილების პაკეტი და პროექტი წარუდგინა, რომლის მიღების შემთხვევაში რეგულირების სააგენტოს სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში ნებისმიერ დროს გაფრთხილების გარეშე შესვლა შეეძლებათ. შემოდის საჯარიმო სანქციის დაუყოვნებლივი აღსრულების მექანიზმი.
ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ "იმედის დღე"-თან განაცხადა:
„მართალია, ჩვენ სისტემუტად ვუყურებთ საკითხს, მაგრამ თითოეული შემთხვევის უკან ადაიანის ბედი დგას და რაც არ უნდა მცირე იყოს, საეთო რაოდენობაში ამ ტიპის შეცდომები, რა თქმა უნდა, ყველა საყურადღებოა.“
მისი თქმით, საექიმო შეცდომა ჩვეულებრივი ფენომენია, აღიარებულია ჯანდაცვის სისტემებში და საექიმო შეცდომებს ჭირდება გამოვლენა.
„ჯერჯერობით, ჩვენ ასეთი აქტიური გამოვლების მექანიზმი არ გვაქვს. ეს არის რეაქტიული ხასიათის. როდესაც დადგება ცუდი შედეგი, ამ შემთხვევაში შეიძლება მოგვმართოს ოჯახმა და გარკვეული საჩივრით ითხოვოს შესწავლა.
შეიძლება, ბევრმა პაციენტმა გაიარა ეს გზა, - არასწორი დიაგნოზი, არასწორი მკურნალობა, არაადეკვატური ჩარევა და დადგა არასასურველი შედეგი. შემდეგ მომართავენ რეგულირების სააგენტოს.
ბევრ ქვეყანაში საექიმო შეცდომის აღრიცხვის პროცესი არის წახალისებული, რათა ექიმს ჰქონდეს მოტივაცია, რამე თუ შეეშლება, კი არ დამალოს, თქვას, რომ დიაგნოზი არასწორად დასვა რაიმე მიზეზების გამო.
მედიცინა ზუსტი მეცნიერება არ არის. მთელი რიგი პირობები უნდა შესრულდეს, რომ მედიცინა გახდეს სტანდარტიზებული და მეცნიერულად დასაბუთებულ პრაქტიკაზე დამყარებული.
გარკვეულწილად კომპეტენციის ნაკლებობა ყველა დონეზე შეიძლება აღინიშნოს. კომპეტენციების ჩარჩო ჩვენს შემთხვევაში ისევე კომპლექსური მცნებაა და შეცდომებს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენსავე პრაქტიკაში, ეს შეიძლება იყოს დიაგნოსტიკის დონეზეც, შეიძლება იყოს შედეგების ინტერპრეტაციის დონეზეც.
მაგალითად, როდესაც სიმსივნის დიაგნოზია და ანალიზის სურათი, ამ შედეგების პათოლოგიური ანალიზი არ მოხდეს 100%-იანი სიზუსტით და სხვადასხვა შემფასებელმა სხვადასხვა დასკვნა გააკეთოს. რა თქმა უნდა, ეს აბნევს პაციენტს. თუ არის საეჭვო შემთხვევა, ვცდილობთ საზღვარგარეთიდან მივიღოთ გარკვეული შედეგები...“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები - ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comentarios