top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

ამდენი ადამიანის უმუშევრად დარჩენა მთავრობის კი არა იმ ხალხის ბრალია...

22.12.2020 ImediNews

გიორგი ფხაკაძე: ამდენი ადამიანის უმუშევრად დარჩენა მთავრობის კი არა იმ ხალხის ბრალია, ვინც რეგულაციებს არ იცავს და კარანტინის დროს დაბადების დღეებზე დადის



ამდენი ადამიანის უმუშევრად დარჩენა მთავრობის კი არა იმ ხალხის ბრალია, ვინც რეგულაციებს არ იცავს და კარანტინის დროს დაბადების დღეებზე დადის, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან კორონავირუსის ახალ შტამზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ვირუსი მუტაციას განიცდის და ეს ნორმალურია.

„არაფერი შეცვლილა, ეს ვირუსი როგორიც იყო, ისეთია ახალი შტამი. ეს არის კორონავირუსის ბიძაშვილი, ვირუსის მუტაცია ნორმალურია, ყველა შეშინდა ახალ შტამზე და მაინტერესებს, ძველი შტამი დაგავიწყდათ?! რამე შეიცვალა?!

გუშინ ვუყურებდი თბილისში ნაძვის ხესთან რა ხდებოდა, გული გამისკდა. ეს არის კარანტინი? ციფრებმა ოდნავ დაიწია, ჩაკეტვამ იმოქმედა და ახლა ხალხი გამოდის და დაბადების დღეებზე დადის. ვინც დაბადების დღეებსა და თავშეყრის ადგილებზე დადის, ეს არის ხალხი, ვისი ბრალიცაა, რომ ახლა ბევრი ადამიანი უმუშევარია და სახლში ზის. აქ არაფერ შუაშია მთავრობა, დამნაშავეა ის, ვინც არ მიუყვება რეგულაციებს“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.

28 ნომებრიდან, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://imedinews.ge/ge/covid19/178221/giorgi-pkhakadze-amdeni-adamianis-umushevrad-darchena-mtavrobis-ki-ara-im-khalkhis-bralia-vints-regulatsiebs-ar-itsavs-da-karantinis-dros-dabadebis-dgeebze-dadis

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page