top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„ამაზე პირველად რომ ვთქვი, ყველა დამესია“ – გიორგი ფხაკაძე

14/05/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ამერიკელი მეცნიერების კვლევას ეხმაურება.

აგერ, ბატონო, ქართულად … ამაზე პირველად რომ ვთქვი, ყველა, ყველა დამესია. იქნებ ვისწავლოთ, გიორგი ფხაკაძე ამბობს ყველაფერს მხოლოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებით. მე ვცდილობ, აკადემიურობა შემოვიტანო ამ არააკადემიურ გარემოში. რთულია, მაგრამ ნელ-ნელა პროგრესი ჩანს…“, – წერს ფხაკაძე.


კვლევის მიხედვით, ამერიკელი მეცნიერების თქმით, კორონავირუსი მამაკაცის სასქესო ორგანოების ქსოვილებში გამოჯანმრთელებიდან დიდი ხნის განმავლობაში რჩება, რაც, შესაძლოა, ერექტილური დისფუნქციის მიზეზი გახდეს. კვლევის შედეგები ჟურნალში World Journal of Men’s Health გამოქვეყნდა. კვლევის მიხედვით, მამაკაცებს, რომლებიც მანამდე პოტენციასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ უჩიოდნენ, ინფექციის შემდეგ პრობლემები განუვითარდათ. მეცნიერებმა მასალები შეაგროვეს და აღმოჩნდა, რომ იმ პაციენტების სასქესო ორგანოების ქსოვილებში, რომლებსაც ენდოთელიუმის დარღვევის ნიშნები აღენიშნებოდათ, კორონავირუსი ისევ ფიქსირდებოდა. ჯანმრთელ მამაკაცებში მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil





1 view0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page