top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

ავსტრიაში ვინც 1 თებერვლამდე არ აიცრება, დაჯარიმდება 4000 დოლარით: გიორგი ფხაკაძე

01/12/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ქვეყნებში აუცრელი ადამიანები ჯარიმდებიან, თანაც სოლიდური თანხებით.

“სამწუხაროდ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და შეგნება ყველგან ერთნაირი არ არის. მაგალითად საქართველოში 80%-მა ვერ შეიგნო და არც აპირებს შეგნებას.

ეს ევროპაშიც დიდი გამოწვევაა, მაგრამ არა არის ისეთი კატასტროფული. ავსტრია იყო პირველი ქვეყანა, სადაც ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. დიახ, 1 თებერვლამდე ვინც აიცრება, დაჯარიმდება 4000 დოლარით.

საქართველოში კოვიდ პასპორტს მიიღებს ყველა, ვინც გადაიტანა კოვიდი (ლოგიკიდან, მეცნიერებიდან ამოვარდნილი გადაწყვეტილება). წარმოგიდგენიათ რა ფულის კეთება დაიწყება ყალბ კოვიდ პასპორტებზე?..

იქნებ ერთხელ მაინც სწორი გზით წავიდეთ? გადმოვიღოთ თურქეთის, საფრანგეთის, ბრიტანეთის ან ისრაელის მაგალითები”, – ამბობს ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil





3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page