top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

PFIZER-ის ვაქცინამ არამარტო 12 წლის ასაკიდან აჩვენა ეფექტურია - გიორგი ფხაკაძე

01.06.2021 Rustavi2



PFIZER-ის ვაქცინამ არამარტო 12 წლის ასაკიდან აჩვენა ეფექტურია, არამედ კვლევები მიმდინარეობს უკვე 2 წლის ასაკიდან - გიორგი ფხაკაძე


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, რამდენიმე დღეში უკვე იქნება გადაწყვეტილება, რომ 12 წლიდან PFIZER-ის ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომი გახდება.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ვაქცინა, იმდენად უსაფრთხო და ეფექტურია, რომ კვლევა უკვე 2 წლის ასაკიდან, მცირეწლოვნებშიც მიმდინარეობს.

"რამდენიმე დღეში უკვე იქნება გადაწყვეტილება, რომ 12 წლიდან PFIZER-ის ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მხოლოდ PFIZER-ის. აქვე უნდა დავამატო, ASTRAZENECA-ს კვლევა ახალგაზრდებში ჩავარდა. აქაც იყო კვლევები 12-16 წლის მოზარდებში და სამწუხაროდ არ იყო ეფექტური.

კიდევ ერთი ახალი ამბავი მაქვს, რომ PFIZER-ის ვაქცინა არამარტო 12 წლის ასაკიდან უკვე აჩვენა, რომ ეფექტურია, არამედ კვლევები მიმდინარეობს უკვე 2 წლის ასაკიდან. თუ ეს ვაქცინა არ იქნებოდა ძალიან უსაფრთხო, არავინ არ მიაკარებდა მას 2 წლის ბავშვებს. კლინიკური კვლევები მიმდინარეობს და იმედია, რომ პირველი ინფორმაცია იქნება ზაფხულის ბოლოსათვის. კანადასა და აშშ-ში უკვე ცრიან 12 წლის ბავშვებს PFIZER-ის ვაქცინით," - განაცხადა "დღის კურიერში" გიორგი ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/200662


댓글


Post: Blog2_Post
bottom of page