top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

Moderna-ს ვაქცინა – მოქმედების მექანიზმი და უკუჩვენებები

21 მარტი, 2021

კომპანია Moderna-ს ვაქცინა mRNA-1273 – ვაქცინის მოქმედების მექანიზმი

  • მწარმოებელი: ამერიკული კომპანია Moderna

  • მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არ არის დამტკიცებული

  • ვაქცინის ტექნოლოგია: მ-რნმ (ინფორმაციული ანუ მესენჯერ-რნმ)

  • ეფექტიანობა: 94% Covid-19-ის თავდაპირველ შტამზე (სამხრეთაფრიკულ და ბრიტანულ შტამებზე კვლევა არ არის ჩატარებული)

  • მესამე ფაზის მონაწილეთა რაოდენობა: 30 000 (მოზრდილები 18-55, ასაკოვნები >65)

  • მიწოდების ქვეყნები: აშშ (100 მლნ დოზა); ყატარი; კანადა; იაპონია, COVAX

  • სრული მოცულობა: 500 მლნ -1 მლრდ დოზა

  • სავარაუდო ფასი: 15 $

  • მოქმედების მექანიზმი: ორგანიზმში შეჰყავთ არა ვირუსი ან მისი ცილის (სპაიკ პროტეინის) ფრაგმენტი, არამედ მესენჯერ-რნმ, რომელიც სპაიკ პროტეინის ინფორმაციას შეიცავს. თავად ორგანიზმში იწყება სპაიკ პროტეინის გამომუშავება, რომლის მიმართ ორგანიზმი შემდეგ გამოიმუშავებს იმუნურ პასუხს. აღნიშნული ტექნოლოგია ყველაზე სწრაფია, თუმცა ამ მეთოდით აქამდე არც ერთი ვაქცინა არ ყოფილა შემუშავებული.

  • დოზირება: კეთდება 0.5 მლ – 2 დოზა (დოზებს შორის შუალედი 28 დღე)

  • შენახვის პირობები: -20◦C (6 თვე); 2-8◦C (30 დღე)

  • ალერგიული ადამიანებისთვის რეკომენდებული არ არის, კვლევები ბოლომდე არ დასრულებულა.

ვაქცინების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტიანობის შემოწმებას ბავშვებში იწყებს. კვლევაში, რომელიც კანადასა და აშშ-ში ჩატარდება, ექვსი თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას, სულ სავარაუდოდ, 6750 ჯანმრთელი პირი.

კოვიდ-ვაქცინის ბავშვებში შემოწმება ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე ორი წლიდან 12 წლამდე მონაწილეები მიიღებენ ორიდან (50 ან 100 მიკროგრამს) ერთ დოზას, ექვსი თვიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვები სამიდან (25, 50 ან 100 მიკროგრამი) ერთ დოზას მიიღებენ. ტესტირების მეორე ეტაპზე კვლევაში მონაწილე პირების ნაწილი მიიღებს ვაქცინას, ნაწილი – პლაცებოს.

კვლევაში მონაწილე ბავშვებს 12 თვე დააკვირდებიან.

Moderna-ს ვაქცინა მეორეა, რომელიც ევროპის წამლის მარეგულირებელმა Pfizer-ის ვაქცინის შემდეგ დაამტკიცა. ვაქცინის ეფექტიანობა 94.5%-ია. ევროკავშირის გარდა, Moderna-ს კოვიდ-ვაქცინა დამტკიცებულია აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადასა და ისრაელში.

Moderna COVID-19 ვაქცინამ ყველა ადამიანი შეიძლება არ დაიცვას დაავადებისგან.

გვერდითი რეაქციები, რომლებიც გამოვლინდა კლინიკურ კვლევაში: ტკივილი ინექციის ადგილას, დაღლილობა, თავის ტკივილი, მიალგია, ართრალგია, შემცივნება, გულისრევა / ღებინება, შეშუპება, ცხელება, შეშუპება ინექციის ადგილზე, და ერითემა ინექციის ადგილზე. დამატებითი უარყოფითი რეაქციები, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება სერიოზული იყოს, შეიძლება გამოვლინდეს Moderna COVID-19 ვაქცინის უფრო ფართო გამოყენებისას.

ორსულთათვის, მეძუძურ დედებსა და ბავშვებზე ვაქცინის შესახებ არსებული მონაცემები არასაკმარისია.


---


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD



---


ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




6 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page